ლევ აბრამოვი
| ქვეყანა (სპორტი) |
|
|---|---|
| დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1911 |
| დაბადების ადგილი | ვარშავა, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 29 თებერვალი, 2004 (92 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
| წოდება | იკჩფ-ის საერთაშორისო ოსტატი[1] , საერთაშორისო არბიტრი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი ჭადრაკში |
| ჯილდოები და პრემიები |
|
ლევ იოახიმის ძე აბრამოვი (დ. 14 ივნისი, 1911, ვარშავა — გ. 29 თებერვალი, 2004, მოსკოვი) — საბჭოთა მოჭადრაკე, საბჭოთა და საერთაშორისო საჭადრაკო მოძრაობის მოღვაწე; სსრკ-ის სპორტის ოსტატი (1940), იკჩფ-ის საერთაშორისო ოსტატი (1979), საერთაშორისო არბიტრი (1957), ინჟინერ-მშენებელი.[2]
1956–1959 წლებში იყო ფიზკულტურისა და სპორტის სრულიად საკავშირო კომიტეტის ჭადრაკის განყოფილების უფროსი, შემდეგ პასუხისმგებელი მდივანი (1959–1961), სსრკ-ის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე (1961–1966), იკჩფ-ის ვიცე-პრეზიდენტი (1957–1969). საჭადრაკო ჟურნალისტი; ავტორია რიგი წიგნებისა, სტატიებისა, მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელოებისა მსაჯობის საკითხების, თამაშის წესებისა და შეჯიბრებათა ჩატარების შესახებ.[2]
იყო ლენინგრადის (საუკეთესო შედეგი მე-3–6 ადგილი, 1939) და მოსკოვის (მე-5–6 ადგილი, 1958) ჩემპიონატების, ასევე სსრკ-ის ჩემპიონატების ნახევარფინალების მონაწილე. 1940 წელს მოიგო მატჩი ილია კანის წინააღმდეგ — 5:3 (+2, −0, =6). მიწერით ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატში (1969–1972) დაიკავა მე-2–3 ადგილი. იყო მრავალი შეჯიბრების მთავარი მსაჯი, მ.შ. სსრკ-ის ხალხთა საჭადრაკო სპარტაკიადებისა (1959–1967).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ International Masters – November 2012
- 1 2 3 Абрамов Лев Иоахимович // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 7, 621 c.
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- დაბადებული 14 ივნისი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 29 თებერვალი
- გარდაცვლილი 2004
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა მოჭადრაკეები
- რუსი მოჭადრაკეები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- იკჩფ-ის საერთაშორისო ოსტატები
- ჭადრაკის საერთაშორისო არბიტრები
- ვარშავაში დაბადებულები