ლევონ ჯუფალაკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევონ ჯუფალაკიანი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ლევონ ჯუფალაკიანი
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1964 (1964-04-05) (60 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 167 სმ სმ
წონა 68 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ რომაული
კლუბი CSKA გიუმრი
მწვრთნელი არამ სარგასიანი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ლევონ ჯუფალაკიანი (სომხ. Լեւոն Ջուլֆալակյան; დ. 5 აპრილი, 1964, გიუმრი, სომხეთის სსრ) — კარიერადასრულებული საბჭოთა სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. არის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი; 1988 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.[1] ჯულფალკანიანი არის სომხეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და სომეხ ოლიმპიელთა კავშირის პრეზიდენტი, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის (NOC) წევრი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევონ ჯუფალაკიანი დაიბადა გიუმრში, სომხეთის სსრ-ში. მისი ორივე მშობელი ტანმოვარჯიშე იყო. ლევანი ადრეული ასაკიდან ესწრებოდა ტანვარჯიშის სესიებს, ხოლო შემდეგ დაიწყო ჭიდაობა გიუმრის ახალგაზრდულ აკადემიაში. 1983 წელს მოიგო სსრკ-ის ახალგაზრდული ჩემპიონატი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევონ ჯუფალაკიანი საბჭოთა კავშირის ჭიდაობის ეროვნულ გუნდს შეუერთდა 1985 წელს და იმავე წელს ჭიდაობის მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა ოქროს მედალი. 1996 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპინატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა, ამგვარად იგი ევროპის ჩემპიონი გახდა. ოთხი თვის შემდეგ, 1996 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებით, მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

სეულში გამართულ 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე იგი 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ჯულფალკიანი თავის ყველა მატჩში ძალიან დომინანტი იყო და ყველა მეტოქეს ქულების დიდი რაოდენობით ამარცხებდა. ტურნირზე გამარჯვებისთვის მან კუთვნილი ოქროს მედალი მიიღო.

ოლიმპიურ ჩემპიონად გახდომამდან ერთი წლის შემდეგ, ჯუფალაკიანმა 1989 წლის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. აქ მან მოჭიდავის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მოჭიდავის კარიერის დასრულების შემდეგ ჯუფალაკიანმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. 1999 წელს გახდა სომხეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სომეხ ოლიმპიელთა კავშირის პრეზიდენტი. 2002 წელს დაინიშნა სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, შემდეგ წელს კი გახდა NOC- ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.[1] ლევონ ჯუფალაკიანი აგრეთვე იყო სომხეთის ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტი.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევონ ჯუფალაკიანი დღესდღეობით ერევანში ცხოვრობს. იგი დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი, არსენი და არამი, რომლებიც მამის მსგავსად მოჭიდავეები არიან. მისმა უფროსმა ძმამ არსენ ჯუფალაკიანმა ლონდონში გამართულ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; ხსენებული ოლიმპიადის დასრულებისას მას ხელთ ეროვნული (სომხეთის) დროშა ეჭირა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუფალაკიანს 2012 წელს მიენიჭა „ღირსებისთვის“ პირველი ხარისხის მედალი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Джулфалакян Левон (in Russian). vayr.ucoz.ru. Retrieved 26 March 2018.
  2. Levon Julfalakyan დაარქივებული 2020-04-18 საიტზე Wayback Machine. . Sports-Reference.com. Retrieved 26 March 2018.
  3. "Հայաստանի Հանրապետության մեդալներով պարգևատրելու մասին" (in Armenian). President.am. 24 December 2012. Retrieved 26 March 2018.