ლევი ეშკოლი
ლევი ეშკოლი | |
---|---|
ებრ. לוי אשכול | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1895[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | კიევი |
გარდაცვალების თარიღი | 26 თებერვალი, 1969[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იერუსალიმი |
მოქალაქეობა |
![]() |
მეუღლე/ები | Miriam Eshkol და Elisheva Kaplan |
შვილ(ებ)ი | Noa Eshkol, Ofra Nevo-Eshkol და Tama Shochat |
ჯილდოები | Grand Cross of the National Order of the Ivory Coast, National Order of Madagascar, Nebraska Admiral, National Order of Chad, იერუსალიმის საპატიო მოქალაქე, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და honorary doctor of Yeshiva University |
![]() | |
ლევი ეშკოლი (ებრ. לֵוִי אֶשְׁכּוֹל; დ. 25 ოქტომბერი, 1895 — გ. 26 თებერვალი, 1969) — ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე, ისრაელის მესამე პრემიერ-მინისტრი 1963 წლიდან 1969 წლამდე, გარდაიცვალა თანამდებობაზე გულის შეტევით. ისრაელის ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი. ეკავა მრავალი მაღალი თანამდებობა, მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი (1963-1967 წწ.) და ფინანსთა მინისტრი (1952-1963 წწ.).
ეშკოლი პირველად დაინიშნა პრემიერ-მინისტრად დავიდ ბენ-გურიონის გადადგომის შემდეგ. შემდეგ იგი გაუძღვა პარტიას მეექვსე ქნესეთის (1965) არჩევნებში და გაიმარჯვა, დარჩა თანამდებობაზე ექვსი წლის განმავლობაში. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეშკოლმა განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისრაელის არაბებზე სამხედრო წესების გაუქმება და შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი, გახდა რა ისრაელის პირველი ლიდერი, რომელიც ოფიციალურად მიიწვიეს თეთრ სახლში. მისმა ურთიერთობებმა ამერიკის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან მნიშვნელოვნად იმოქმედა ისრაელ-ამერიკის ურთიერთობებზე და მოგვიანებით ექვსდღიან ომზე.
ეშკოლი აქტიურად იყო ჩართული სიონისტურ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე, ემიგრირდა ოსმალეთის პალესტინაში 1914 წელს და მუშაობდა სოფლის მეურნეობაში. ეშკოლი იყო ჰაპოელ ჰაცაირის პოლიტიკური პარტიის ხაზინადარი და სასოფლო-სამეურნეო ცენტრის ხაზინადარი. 1929 წელს ის აირჩიეს დასახლების კომიტეტის თავმჯდომარედ სიონისტურ კონგრესში, წამყვანი როლი ითამაშა ახალი მშენებლობის პირობების შექმნაში. 1937 წელს ეშკოლმა დააფუძნა მეკოროტის წყლის კომპანია და იყო მისი დირექტორი 1951 წლამდე. პარალელურად, მას ეკავა პოზიციები ჰაგანაში, მაპაიში და იყო თელ-ავივის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე. 1948-1949 წლებში ეშკოლი იყო თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი და 1948-1963 წლებში ებრაული სააგენტოს დასახლების დეპარტამენტის თავმჯდომარე. აირჩიეს რა მეორე ქნესეთში 1951 წელს, მალევე დაინიშნა მთავრობის საკვანძო თანამდებობებზე.
ეშკოლი უძღვებოდა ისრაელის მთავრობას ექვსდღიანი ომის დროს და მის შემდეგ და იყო ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარდაიცვალა თანამდებობაზე ყოფნისას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Yad Levi Eshkol - the official commemorative organization website
- Levi Eshkol's biography Knesset website (in English)
- The Central Zionist Archives in Jerusalem site. Office of Levi Eshkol, Jerusalem (S43), Office of Levi Eshkol, Tel Aviv (S63).
- "Levi Eshkol, Forgotten Hero" – Essay from Azure: Ideas for the Jewish Nation
- Decisions of Levi Eshkol's cabinet after the Six Day War, Israel State Archives website.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ חה"כ לוי אשכול (שקולניק) — ქნესეთი.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
|
|