ლევან ხეთაგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ხეთაგური

ლევან ხეთაგური (დ. 26 ივნისი, 1964 თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

თეატრის, კულტურის პოლიტიკის, კულტურის კვლევების და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი. ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის "კავკასიის" პრეზიდენტი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთაგურმა 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (თეატრმცოდნეობა), და ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი (ტურიზმის მართვა). 1990 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში (GITIS) საზღვარგარეთის თეატრის კათედრაზე, სადაც მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი. 1996 წელს ამსტერდამის საზაფხულო უნივერსიტეტში ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს ხელოვნებაში. 1997 წელს კი ამსტერდამ—მაასტრიხტის საზაფხულო უნივერსიტეტში — საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტს და სპონსორობას ხელოვნებაში. 1999 წელს სწავლობდა ENCATC-ის მენეჯერების აკადემიაში. ხოლო 2007 ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში -კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.

პედაგოგიური გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლიდან, როგორც თეატრმცოდნე ატარებდა ლექციებს და მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებში და სიმპოზიუმებში: აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, გერმანიაში, სლოვაკეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, რუსეთში, ლიტვაში, ჩინეთში და პოლონეთში-თანამედროვე ქართულ თეატრზე და ზოგადად თეატრალურ საკითხებზე.

როგორც პედაგოგს და პროფესორს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ასევე ენისა და კულტურის უნივერსიტეტში მიყავდა სხვადასხვა კურსები: მსოფლიო თეატრის ისტორია, დრამის თეორია, კრიტიკის თეორია, XX სს-ის თეატრი, ევროპის ცივილიზაციის ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი და ა.შ.

1997 წლიდან, როგორც მიწვეული ექსპერტი და მრჩეველი კულტურის მენეჯმენტში, მუშაობდა ბაქოში, ერევანში, სოფიაში, გიოტებორგში, ულან-ბატორში, სანქტ პეტერბურგში, ბიშკეკში (მენეჯმენტი, სპონსორობა, ქსელური მუშაობა, საერთაშორისო თანამშრომლობა ხელოვნებაში, კულტურის პოლიტიკა და ა.შ.)

როგორც მიწვეული პროფესორი სამაგისტრო პროგრამებში, მუშაობდა ნუტრეხტის ხელოვნების სკოლაში (ნიდერლანდები); სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში (თურქეთი); გიორგლიტცის აკადემიაში (გერმანია); კიშინოვის თეატრისა და მუსიკის აკადემია (მოლდავეთი); კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში (პოლონეთი) ,ვილნიუსის აკადემიაში (ლიტვა); პეკინის ცენტრალურ აკადემიაში, შანხაის ცენტრალურ აკადემიაში, ჰონკონგის ჩინურ უნივერსიტეტში და სხვა.

1998-2000 წწ. იყო ამსტერდამ-მაასტრიხტის უნივერსიტეტის კურსების ორგანიზატორი თბილისში.

2009-2015 წლებში კი მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი.

კვლევითი ინტერესების სფეროში შედის სათეატრო ხელოვნების თეორია (ისტორია და თეორიული საკითხები) და პრაქტიკა (შემოქმედებითი პედაგოგიკა, რეჟისურა, დრამატურგია, სცენოგრაფია); კვლევების დროს მოიაზრება სხვადასხვა პროექტების მომზადება და განხორციელება, რაც კვლევებს სძენს პრაქტიკულ მნიშვნელობასაც და მკვლევარს გამოცდილებას მრავალი მიმართულებით.

საჯარო ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2015 — თანამედროვე სათეატრო ენა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 2014 — შექსპირი 450, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
  • 2014 — სათეატრო ენა, სამეფო უბნის თეატრი;
  • 2012 — კულტურის პოლიტიკა ევროპაში - ჰონკონგის ჩინური უნივერსიტეტი;
  • 2011 — ქართული კულტურა - კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი;
  • 2010 — კულტურის პოლიტიკა საქართველოში - უტრეხტის უნივერსიტეტი;
  • 2009 — ქართული თეატრი - ვილნიუსი - ევროპის თეატრების ქსელის შეკრება, საჯარო ლექციები;
  • 2008 — ტიფლისური ავანგარდი, ბრიტანეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა, ლონდონი;
  • 2008 — რელიგია და თეატრი, კავკასიური სახლი, თბილისი;
  • 2008 — გურჯიევი და XX საუკუნის მსოფლიო კულტურა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
  • 2008 — ღვინო, როგორც ქართული კულტურის ფენომენი; გრუნელვალდის სასახლე, ნიდერლანდები;
  • 2007 — კულტურა სამხრეთ კავკასიაში, ნორვეგია;
  • 2007 — კულტურის პოლიტიკა კავკასიაში, სტამბოლი, ბილგის უნივერსიტეტი;
  • 2007 — კულტურის პოლიტიკა საქართველოში, გიორლიცის უნივერსიტეტი, გერმანია;

პროფესიული და სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014 - ICOM-ის წევრი;
  • 2014 - ჩეხეთის სამეცნიერო ფონდის მიწვეული ექსპერტი;
  • 2013 - ბილგის უნივერსიტეტის მაგისტრანტთა კონფერენციის აკადემიური საბჭოს წევრი;
  • 2013 - მსოფლიო ცეკვის საბჭოს წევრი;
  • 2013 - თეირანის თოჯინების ფესტივალის ჟიურის წევრი ;
  • 2012 - კულტურის ლიდერთა საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლონეთში;
  • 2012 - აღმოსავლეთ თანამშრომლობის კულტურის კონგრესის პროგრამული საბჭოს წევრი;
  • 2012 - ევროკავშირის აღმოსავლეთ თანამშრომლობის კულტურის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2012 - თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ბიურო გენერალური მდივანი (ახალი ვადით;
  • 2011 - უნიმას საქართველოს გენერალური მდივანი;
  • 2010 - თეირანის ფაჯრის 28 - საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი;
  • 2010 - საქართველოს თეატრალური პრემია დურუჯის ჟიურის წევრი;
  • 2010 - ევროკავშირის კულტურის ანტრეპრენიორობის აკადემიური საბჭოს წევრი;
  • 2009 ნიუ ნოვას (ევროპის სახელოვნებო სკოლების საერთაშორისო ფესტივალი) ჟურის წევრი;
  • 2008-დან ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი;
  • 2008-დან ევროკავშირის მოძრაობის „ევროპის სულისთვის“ სტრატეგიული ჯგუფის წევრი;
  • 2008-დან საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი, გენერალური მდივანი;
  • 2008 ფესტივალ არდიფესტის ჟიურის წევრი;
  • 2007-2009 ევროპის კულტურის ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • 2006-2008 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლონიის მხარდამჭერთა საბჭოს წევრი;
  • 2006 ევროპის კულტურის სისტემების დაჯილდოვების ჟიურის წევრი, იტალია;
  • 2006–2010 სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანი“ კოორდინატორი და აღდგენის ინიციატორი
  • 2004-2005 საქართველოს კულტურის სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრი;
  • 2004 ევროპის ხელოვნების ინსტიტუტთა ლიგის წევერი, უტსფეს-ის წევრი;
  • 2001 მაქს ვაგნერის ფონდი (ნიდერლანდების სამეფო) მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი;
  • 2000-2001 ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ კულტურის ექსპერტთა საბჭოს წევრი;
  • 1999-დან თეატრის მკვლევართა საერთაშორისო ფედერაციის FIRT წევრი;
  • 1999-2003 კავკასიის ხელოვნების მენეჯერთა ქსელის თავმჯდომარე;
  • 1997-დან თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული ცენტრი, გენერალური მდივანი;
  • 1997 გულივერი, ევროპელ ინტელექტუალთა ქსელის წევრი, გულივერ ქლირინგ აუზის წარმომადგენელი საქართველოში;
  • 1996 ევროპის თეატრის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში;
  • 1995-2004 საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის წევრი;
  • 1990 საქართველოს ხელოვნების ახალგაზრდა კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი;
  • 1990 [CONEPTS] - ის საბჭოს წევრი, დიდი ბრიტანეთი,
  • 1987 საბჭოთა კავშირის თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი;
  • 1986-2004 საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი; და ა.შ.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2016 მითი, ისტორია და იგავი ინგლისურ დრამაში, თბილისი
  • 2016 ქოროს დიალოგები, ინგლისურ, ქართული, თბილისი
  • 2016 ქართული თეატრი, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, გუანჯუ, ჩინეთი
  • 2015 ტადეუშ კანტორი, თეატრალური მემკვიდრეობა, თბილისი
  • 2013 - Леван Хетагури // От ритула к професиональному театру, Кишинев, Академия Наук;
  • 2010 - Levan Khetaguri //Global Challenges, Cultural Visions, Istanbul ;
  • 2011 - Levan Khetaguri // A Handbook of Cultural Dialogue, Trust and Identity, Sejny ;
  • 2011 - Levan Khetaguri, La theatre en Georgie a la fin de la premiere decennia duXXIe siècle //Le Monde du Theatre, Edition 2011, P.I.E. PETER LANG, Bruxelles;
  • 2007 - Levan Khetaguri, Un resum de la investigacio del teatre Georgia al segle XX //Assaig De Teatro Num 59, Barcelona;
  • 2010 - Levan Khetaguri, Practice and Theory of the Theatre Education: Before and after Bologna //International ENCOUNTERS on Theatre Education Symposium Proceedings, Istanbul ;
  • 2007 - Levan Khetaguri, The Cultural Infrastructure in the Caucasus //Emerging Cultural Content: Actors and Networks, Istanbul Bilgi University;
  • 2009 - Levan Khetaguri, Cultural Policy in Georgia (EN, GER, POL) // Cultural Management, Jagiellonian University, Cracow;
  • 2010 - Levan Khetaguri, Third Reality (EN, GER, POL) // Cultural Management, Jagiellonian University, Cracow;
  • 2013 - ხელოვნების მენეჯმენტის ანტრეპრენიორული სტილი, ხიპ ჰაგორტი (მთარგმნელი და რედაქტორი იური მღებრიშვილთან ერთად), თბილისი;
  • 2010 - ევროკავშირის დაფინანსება კულტურაში, მეგზური სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის საქართველოში, ავტორი, მღებრიშვილთან ერთად;
  • 2010 - ბენიამინი, რადოსლავ პაჩოხა, მთარგმნელი;
  • 2009 - მოქალაქეთა მეგზური ურბანულ კულტურის პოლიტიკაში, რედაქტორი და ერთ-ერთი მთარგმნელი;
  • 2009 - ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური როცა მე ვარ, გიორგი გურჯიევი, რედაქტორი და კომენტარების ავტორი;
  • 2008 - Gurdjieff in Tiflis, რედაქტორი და თანაავტორი;
  • 2008 - ეჟი გროტოვსკი, რედაქტორი, წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორი, ერთ-ერთი მთარგმნელი, თბილისი;
  • 2006 - ლეშეკ მონჯიკის თანამედროვე თეატრალური მისტერიები, ავტორი და რედაქტორი თბილისი;
  • 2004 - ტადეუშ კანტორი, მკვდარი კლასი, შესავალი, რედაქტორი, ერთ-ერთი მთარგმნელი;
  • 2007- რედაქტორი და მთარგმნელი (იური მღებრიშვილთან ერთად) საიმონ მუნდი, „კულტურული უფლებები და ევროპის სახალი დემოკრატია /ქართულ და რუსულ ენებზე;
  • 2007 - რედაქტორი და მთარგმნელი (იური მღებრიშვილთან ერთად), სახელმძღვანელო „კულტურა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ანიმაცია;
  • 2002 - ჰამლეტი 400, ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი;
  • 2001 - თანამედროვე ცეკვა ნიდერლანდებში, მოძრაობაში, რედაქტორი;
  • 2001 - ქართული თეატრის სამომავლო განვითარება, თანაავტორი, რედაქტორი;
  • 2000 - ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი და ავსტრიული თეატრი, ავტორი;
  • 1998 - საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები, ცნობარი, ავტორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 - შვედეთის მწერალთა გილდიის პრემია
  • 1985 - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]