ლევან ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ცაგარელი
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1980 (1980-12-06) (43 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ფილოლოგი
ლიტერატურათმცოდნე

ლევან ცაგარელი (დ. 6 დეკემბერი, 1980, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი 2010-2011 წლებში. ამავე უნივერსიტეტის პროფესორი 2009 წლიდან დღემდე. გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) ქართული განყოფილების თავმჯდომარე 2006 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან ცაგარელი სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2004 წ.), ასევე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001 წ., 2006 წ.), ვენისა (2002 წ., 2009 წ.) და სტოკჰოლმის (2005 წ.) უნივერსიტეტებში. 2006-2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია (2008 წ.). 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი (2010-2011 წწ.). ხანმოკლე კვლევითი მივლინებების ფარგლებში იმყოფებოდა ზაარბრიუკენის (2008 წ.), დიუსელდორფის (2010, 2013, 2014, 2016 წწ.), ბერლინში ჰუმბოლტის (2014, 2017 წწ.), ვენისა (2009, 2015 წწ.) და ფრიბურგის (2016 წწ.) უნივერსიტეტებში. ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (ქ. იენა, გერმანია) ჩატარებული აქვს სემინარი ქართული კულტურის ზოგიერთი ასპექტი და მათი რეპრეზენტაცია ლიტერატურაში, ხოლო 2019 წელს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში — სემინარები გერმანულ-ქართული ინტერკულტურული ლიტერატურის შესახებ.[1] 2016 წლიდან თავმჯდომარეობს გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) ქართულ განყოფილებას.[2] 2016-2018 წლებში მონაწილეობს კვლევით პროექტში „ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში“ (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). 2017 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ხოლო 2018 წლიდან — იმავე ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი.[3][4]

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tsagareli, Levan (2017) Zur Potenzierung der Metadiskursivität in Hanns-Joseph Ortheils Roman Im Licht der Lagune. Germanistische Studien №12: 95-112.
  • Tsagareli, Levan (2016) Die Dezentrierung als transkulturelles Merkmal der postmodernen österreichischen und georgischen Künstlernarrative. Chancen und Schwierigkeiten des interkulturellen Dialogs über ästhetische Fragen, 13. pp. 103-117. ISSN 978-3-643-50714-3
  • Tsagareli, Levan (2014) William T. Kolderup als unzuverlässiger Erzähler (Zur narrativen Struktur von Arno Schmidts Roman Die Schule der Atheisten). Germanistische Studien (11). pp. 216-228. ISSN 1512-3251
  • Tsagareli, Levan (2011) Der ‚Strom der Heldenlieder‘ vs. das ‚winzige Rinnsal‘. Epos als eine maskuline Konstruktion und deren Demontage in Christa Wolfs "Kassandra". Sprache und Literatur im Spannungsfeld von Politik und Ästhetik. Christa Wolf zum 80. Geburtstag. Hg. v. Sabine Fischer-Kania & Daniel Schäf, 30-40. München: iudicium.
  • Tsagareli, Levan (2011) Gefühl als Simulation in Patrick Süskinds "Das Parfum". Germanistische Studien (10). pp. 274-280. ISSN 1512-3251
  • Tsagareli, Levan (2010) Besonderheiten des eschatologischen Chronotopos in Christoph Ransmayrs Die letzte Welt. Modern Austrian Literature, 43 (3). pp. 55-75. ISSN 0026-7503[5]
  • Tsagareli, Levan (2010) Die Anfänge der Arno-Schmidt-Rezeption in Georgien. In: Arno Schmidt global. Eine Bestandsaufnahme der internationalen Rezeption 1950–2010. edition text+kritik, München, pp. 126-127. ISBN 978-3-86916-086-3
  • Tsagareli, Levan (2009) Die Dekonstruktion der Figuren in Christoph Ransmayrs ”Die letzte Welt”. Zeitschrift für Literaturwissenschaft und Linguistik, 155. pp. 134-147. ISSN 0049-8653
  • Tsagareli, Levan (2007) Formen der Selbstreflexion in Arno Schmidts "Abend mit Goldrand". Bargfelder Bote. Materialien zum Werk Arno Schmidts (301-2). pp. 21-30. ISSN 0342-8036
  • Tsagareli, Levan (2007) Fiktionalität als Deviation des Erzählaktes. Germanistische Studien (7). pp. 107-113. ISSN 1512-3251
  • Tsagareli, Levan (2006) Die Besonderheiten der Realitätskonstruktion in Arno Schmidts ”Abend mit Goldrand”. Literatur im Unterricht. Texte der Moderne und Postmoderne in der Schule, 3. pp. 209-220. ISSN 1615-6447

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცაგარელი, ლევან (2016) კულტურის კვლევების შესავალი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • ცაგარელი, ლევან (2008) არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. TSAGARELI, LEVAN - HUMBOLDT-KOLLEG TBILISSI. humboldt-kolleg.com. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  2. Levan Tsagareli. ZEITSCHRIFT FÜR INTERKULTURELLE GERMANISTIK. www.transcript-verlag.de. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  3. ლევან ცაგარელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.. faculty.iliauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  4. ლევან ცაგარელი. სტატიები. www.semanticscholar.org. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  5. Besonderheiten des eschatologischen Chronotopos in Christoph Ransmayrs: Die letzte Welt. go.gale.com. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  6. არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია.. /old.press.tsu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-14. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.