ლევან შარვაშიძე
ლევან შარვაშიძე — სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის II ნახევარში. 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობდა რუსეთის მხარეზე. თხოვნით მიმართა გენერალ ტოტლებენს სამურზაყანოს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე. რუსული ჯარის წასვლისა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავის პირობების გამო ეს აქცია ვერ განხორციელდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზ. ანჩაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 689.
წინამორბედი: ხუტუნია შარვაშიძე |
სამურზაყანოს მფლობელი XVIII საუკუნის II ნახევარი |
შემდეგი: მანუჩარ შარვაშიძე |