ლევან მაისურაძე
იერსახე
ლევან შალვას ძე მაისურაძე (დ. 10 იანვარი, 1966, თბილისი) — ქართველი პოლიციის გენერალ-მაიორი (2003). საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი (2003).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის პროგრამა (1994, გერმანია), ტრანსნაციონალური საგამოძიებო სემინარი (2001; ვაშინგტონი, აშშ). 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 1995-2000 წლებში იყო საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის ხაზით, 2001-2002 წლებში — ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, 2002-2004 წლებში — თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (2001) და II (2004) ხარისხის ორდენებით.