ლევან დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლევან (ლეო) ნიკოლოზის ძე დგებუაძე (დ. 1896, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1916). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922–1924 წლებში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. 1923 წლის ბოლოს იმყოფებოდა ჩაჩნეთში ადგილობრივ აჯანყებულებთან ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობის განხილვის მიზნით. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და დახვრიტეს ძმასთან — ნიკოლოზ დგებუაძესთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]