L'One

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლევან გოროზია (L’One))
L'One

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლევან გოროზია
აგრეთვე ცნობილი როგორც L'One
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1985 (1985-10-09) (38 წლის)
დაბ. ადგილი კრასნოიარსკი, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი, R&B
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ლეიბლ(ებ)ი „Phlatline“
„Black Star“
წარმოქმნილი ჯგუფები „Marselle“
L'One ვიკისაწყობში

ლევან ემზარის ძე გოროზია (რუს. Лева́н Емза́рович Горо́зия; დ. 9 ოქტომბერი, 1985, კრასნოიარსკი, სსრკ) — ქართული წარმოშობის რუსი რეპ-შემსრულებელი, ასევე ცნობილი ფსევდონიმით L’One

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან გოროზია დაიბადა 1985 წლის 9 ოქტომბერს კრასნოიარსკში. ჯერ კიდევ მის პატარაობაში მშობლები საცხოვრებლად იაკუტიაში გადავიდნენ. ბავშვობაში გატაცებული იყო კალათბურთით, თამაშობდა რესპუბლიკის ნაკრებში, იყო გუნდის კაპიტანი, მაგრამ ერთ-ერთი თამაშის დროს მიღებული ტრამვის გამო სპორტიდან წავიდა. იმ პერიოდში დაინტერესდა ჰიპ-ჰოპით. უსმენდა Public Enemy-ს, Cypress Hill-ს, Onyx და 2pac-ს. იყო იაკუტსკის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის სტუდენტური ლიგის წამყვანი. 20 წლის ასაკში იაკუტიის რადიოარხებზე ორი გადაცემის წამყვანი იყო, წერდა სცენარებს კორპორატიული საღამოებისთვის, მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემა. 2005 წელს, საკუთარი პირველი სოლო ალბომის გამოცემის შემდეგ, გადავიდა მოსკოვში.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ლევან გოროზიამ (L'One) და იგორ პუსტელნიკმა (Nel) მოსკოვში ჩამოაყალიბეს ჯგუფი „მარსელი“ („Marselle“). ლევანი ძირითადად ტექსტებს წერდა, Nel კი მუსიკალურად აფორმებდა.

2007 წელს ჯგუფმა ხელშეკრულება გააფორმა მსხვილ გერმანულ მუსიკალურ ლეიბლ „Phlatline“-სთან და გამოუშვა „I’m the Russian dream vol.1“ 2008 წ. ლევანმა ჯგუფ „მარსელის“ შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ტელეშოუში „Муз-ТВ“ არხზე. მეორე სეზონზე ჯგუფის სახეს Nel წარმოადგენდა, რომელმაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ „მარსელი“ პოპულარული გახდა ჰიპ-ჰოპის რუსულენოვან მოყვარულებში.

სიმღერის „მოსკოვის“ და სადებიუტო ალბომის Mars-ის გამოსვლის შემდეგ, „მარსელმა“ დაიწყო ტურნე ქვეყანაში. ტრეკი „მოსკოვი“ 32 კვირის განმავლობაში Next FM ჰიტ-პარადის სათავეში იყო.[1] 2011 წელს ტიმურ ბეკმამბეტოვის მხარდაჭერით გამოვიდა სიმღერის კლიპი. თავად სიმღერა კი ფილმ „ფანტომის“ საუნდტრეკი გახდა. 2012 წლის იანვარში ჯგუფი „მარსელი“ ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა.

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფ „მარსელის“ დაშლის შემდეგ, ლევანი ფსევდონიმით „L'One“ ოფიციალურად გახდა „Black Star Inc“ ლეიბლის მონაწილე. ლეიბლთან თანამშრომლობის პერიოდში მან რამდენიმე სრული და მინი ალბომი ჩაწერა: „Спутник“,[2] „Одинокая вселенная“,[3] „Автолюбитель“,[4] „Гравитация“,[5] „С самых низов“,[6] „ПАНГЕЯ“[7]. ალბომების ჩაწერაში ლევანთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ცნობილი მომღერლები და კოლექტივები: ტიმატი, Kristina Si, Nel, პავლე მურაშოვი, Tina Smith, Ms. Sounday, ალექსანდრე ბაბენკო, ჯგუფი „ნაადია“, რიტა დაკოტა, ჟასმინი, იოლკა, Monatik, ლეონიდ აგუტინი, „მორალური კოდექსი“, „მგზავრები“, Kawaii San და სხვ.

2017 წლის 19 ნოემბერს L'One გამოვიდა სოლო კონცერტით Crocus City Hall-ში[8] სიმფონიური ორკესტრის (ფელიქს არანოვსკის ხელმძღ.) თანხლებით.

„Black Star Inc“-დან წამოსვლის შემდეგ დაიწყო თავისი ნამდვილი სახელით გამოსვლა და სიმღერების გამოცემა. გამოსცა რამდენიმე მინი და სრული ალბომი: „Шторм“, „Альфа“, „Рассвет“, „Восход 1“.

ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები. არის რამდენიმე მუსიკალური პრემიის ნომინანტი და გამარჯვებული.

ლეიბლიდან წასვლა და დავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 5 ივლისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა ლევან გოროზიას სარჩელი „Black Star“ ლეიბლისა და მისი თანამფლობელის ტიმურ იუნუსოვის (ტიმატი) წინააღმდეგ. სარჩელში მომღერალი პრეტენზიას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ ლეიბლთან ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ლეიბლთან თანამშრომლობის პერიოდში შექმნილი ყველა მისი ნაწარმოები და მისი სასცენო ფსევდონიმი — L'One „Black Star“-ის მფლობელობაში რჩებოდა. ამავე წლის 8 ოქტომბერს სასამართლომ უარი უთხრა გოროზიას საავტორო უფლებების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამით ყველა საავტორო უფლება სიმღერებზე, კლიპებზე და სასცენო ფსევდონიმზე ლეიბლს დაუტოვა. ამის შემდეგ მომღერალმა სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა მოსკოვის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც რეპერი 147 მლნ რუბლის კომპენსაციას ითხოვდა.[9]

„მარსელის“ აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის სექტემბერში ლევანი და Nel ისევ გაერთიანდნენ ჯგუფში „მარსელი“. აღდგენის შემდეგ ჯგუფის პირველი სიმღერა იყო „Марс навсегда“. იმავე წელს ჯგუფმა გამოუშვა 2008 წლის ალბომი[10]

L'One სასცენო სახელის დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს მომღერალმა გამოუშვა მინი ალბომები „Шторм“ და „Альфа“, ასევე პირველი სრული ალბომი — „Рассвет“, როგორც დამოუკიდებელმა მომღერალმა.

2021 წელს გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი „Восход 1“, მას შემდეგ, რაც დაიბრუნა თავის სასცენო სახელის — L'One საავტორო უფლება.

2021 წლის 28 ნოემბერს სოლო კონცერტით გამოვიდა Music Media Dome-ში. ეს იყო პირველი კონცერტი სასცენო ფსევდონიმის (L'One) გამოყენებაზე და „Black Star“ ლეიბლში ყოფნისას გამოშვებული ტრეკების შესრულებაზე საავტორო უფლების დაბრუნების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=L%27One&oldid=4612122“-დან