შინაარსზე გადასვლა

ლევან ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:ლევან ბერაია.jpg
ლევან ბერაია.

ლევან ბერაია (დ. 3 სექტემბერი, 1960, სენაკი, საქართველო) — ქართველი ინჟინერი და ისტორიკოსი.

1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი.„“

1977 წელს მუშაობა დაიწყო მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1992 წელს სოიასგან დაიწყო სხვადასხვა პროდუქტის წარმოება და დააპატენტა „სოიასაგან რძის მიღების ხერხი“. 1993 წელს ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად ჩაატარა დიდი დეგუსტაცია და პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 40 დასახელების პროდუქტი.

1994-1997 წლებში ლევან ბერაიას მეგობრებთან ერთად კვების მრეწველობაში დაუპატენტეს რვა გამოგონება, რომელიც შემდეგ დანერგეს წარმოებაში. 1996 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა შ.პ.ს „აგროკონსორციუმი წეროვანი“, რომელიც ორიენტირებულია ყველისა და კარაქის წარმოებაზე.

1980-იანი წლების დასაწყისიდან იყო პატრიარქის სტიქაროსანი სიონის საკათედრო ტაძარში. 1978 წლიდან დაინტერესდა თავად აზნაურული გვარების შესწავლით. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „საქართველოს თავად აზნაურული გვარები“, ხოლო 2017 წელს გამოცა ახალი წიგნი „ქართველ თავად აზნაურთა გვარების აღწერა“. არის 40-მდე სამეცნიერო სტატიისა და შრომის ავტორი. შესწავლილი აქვს დაახლოებით 1000 გვარის ისტორია. 2001 წელს შ.პ.ს „აგროკონსორციუმი წეროვანმა“ აღადგინა ჟურნალი „გუთნის დედა“, რომელიც გამოდიოდა ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში და ლევან ბერაია მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად (ჯუმბერ პატიაშვილი, ავთანდილ ჩინჩალაძე, რეზო კიკალიშვილი, ლევან ბერიაშვილი; რედ.: ელგა ფოლადაშვილი) იყო ამ ჟურნალის დამაარსებელი და რედკოლეგიის წევრი.

  • ფირმა „სოია“, დამფუძნებელი (1992-)
  • შ.პ.ს „სოია პროდუქტი“, თანადამფუძნებელი (1994-)
  • შ.პ.ს „აგროკონსორციუმი წეროვანი“, თანადამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე (1996-)
  • „წეროვანი ჯგუფი“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების საზოგადოებრივ სამეცნიერო კავშირი, თანადამფუძნებელი, წევრი (2001-)
  • „საქართველოს თავად-აზნაურული გვარები“ (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 227გვ.. - ISBN: 9994060074
  • „ქართველ თავად-აზნაურთა გვარების აღწერა“ (ავტორი). - მცხეთა, აგროკონსორციუმი „წეროვანი“, 2017. - 375გვ.. - ISBN: 9789941099113

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]