შინაარსზე გადასვლა

ლევან ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.
ლევან ასათიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1900(1900-07-12)[1] [1]
გარდ. თარიღი 14 მაისი, 1955(1955-05-14)[1] [1] (54 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი[1]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე[1] , მწერალი[1] [1] და ფილოლოგი[1] [1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლავრენტი (ლევან) ნიკიფორეს ძე ასათიანი (დ. 12 ივლისი, 1900, თბილისი, — გ. 14 მაისი, 1955, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელ მდივნად, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ასათიანის საყურადღებო ნაშრომებია: „ვოლტერიანობა საქართველოში“ (1927, 1933), მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (1936), რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“ (1940, 1965). ასათიანის მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ნატროშვილი გ., წინაპარნი და თანამედროვენი, თბ., 1961.
  • ნატროშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975.  გვ. 621.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 63, თბ., 1994


  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.