ლევან ანჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ექიმს ეხება. რეჟისორის შესახებ იხილეთ ლევან ანჯაფარიძე (რეჟისორი).

ლევან ივლიანეს ძე ანჯაფარიძე (დ. 23 ნოემბერი [ძვ. სტ. 10 ნოემბერი], 1902, ქუთაისი ― გ. 21 აგვისტო, 1972, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), დოცენტი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964). კლინიკური ჰუმატოლოგიის ფუძემდებელი და ენდოკრინოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1939-1949 იყო თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, 1954-1968 წლებში ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ტერაპიის II კათედრის გამგე. ჰემატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი (1958). 1963-1970 წლებში თბილისის თერაპევთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]