ლევან აბელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან აბელიშვილი
დაბ. თარიღი 3 (16) აპრილი 1909
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 მარტი 1974(1974-03-16) (64 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ელექტროტექნიკა
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ლევან გრიგოლის ძე აბელიშვილი (დ. 16 აპრილი [ძვ. სტ. 3 აპრილი], 1909, თბილისი — გ. 16 მარტი, 1974, იქვე) — ქართველი ელექტროტექნიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. სკკპ წევრი 1956-იდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან აბელიშვილი დაიბადა თბილისში, აზნაურთა ოჯახში. მამა გრიგილ აბელიშვილი — ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი. დედა კინომსახიობი ანტონინა აბელიშვილი[1] — შეასრულა მთავარი როლი ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ქრისტინე“. ლევან აბელიშვილმა დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს.

იყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრული წევის პიონერი საქართველოში და სსრკ-ში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტურობას, წევის გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შედგენილობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას, აგრეთვე ელექტრორკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშუალო ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას, წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებას და სხვა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

„ელექტრული ტრანსპოტის“ კათედრის დამაარსებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პირველი მთავარი როლი : [მსახიობ ანეტა აბელიშვილის შემოქმედება / ოთარ კორაშვილი // საქართველოს ქალი. - , 1986. - N5. - გვ.12-13]