ლედ ზეპელინის 1977 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლედ ზეპელინის ჩრდილო ამერიკული ტურნე 1977)
Jump to navigation Jump to search
ჩრდილოეთ ამერიკა 1977
LedZep1977.jpg
ტურნე, გამართული ლედ ზეპელინი მიერ
ჩატარების ადგილი ჩრდილოეთ ამერიკა
დაწყების თარიღი 1 აპრილი, 1977
დასრულების თარიღი 24 ივლისი, 1977
კონცერტების რაოდენობა 44
ლედ ზეპელინი კონცერტების ქრონოლოგია
ერლს კორტი 1975 ჩრდილო ამერიკის ტურნე 1977 ნებუორთის ფესტივალი 1979
რობერტ პლანტი და ჯიმი პეიჯი 1977 წელს გამართულ ჩრდილო ამერიკულ ტურნეზე.

1977 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო ჩრდილო ამერიკული ტურნე. იგი დაიწყო 1 აპრილს და დასრულდა 24 ივლისს. ტურნე უნდა დასრულებულიყო 13 აგვისტოს მაგრამ, 24 ივლისს საკონცერტო გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა რომ რობერტ პლანტის შვილი დაიღუპა. ყველა დარჩენილი კონცერტი მოიხსნა. ჩრდილო ამერიკის ეს ტურნე უკანასკნელი აღმოჩნდა ჯგუფის ისტორიაში. ამის შემდეგ მას ჩრდილო ამერიკაში ტურნე აღარ მოაუწყვია.

კოლექტივისათვის ეს იყო პირველი საკონცერტო ტურნე 1975 წლის შემდეგ.1975 წელს გამართული კონცერტის შემდეგ რობერტ პლანტი ავარიაში მოჰყვა საბერძნეთში, ამიტომ მას ჯგუფთან მუშაობა აღარ შეეძლო და ამ პერიოდის განმავლობაში ისვენებდა ჯერსიში . 1976 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Presence. სწორედ ამ ალბომში შესული სიმღერების ნაწილი შესრულდა ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეზე ლედ ზეპელინმა 1,3 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ჩრდილო ამერიკული ტურნეს ფარგლებში ყველა კონცერტი აშშ-ში ჩატარდა.

3 ივნისს კონცერტი გაიმართა ქალაქ ტამპაში. კონცერტი ხანმოკლე გამოდგა ცუდი ამინდის გამო. ტამპას სტადიონზე შეკრებილი უამრავი ადამიანი უკმაყოფილი დარჩა, ამას მოჰყვა დიდი არეულობა.

7 ივნისს ჯგუფმა კონცერტი გამართა ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენზე. მთლიანობაში აქ 6 კონცერტი გაიმართა.

23 ივლისს ოკლენდში გამართული კონცერტის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა ჯონ ბონემი და მენეჯერი პიტერ გრანტი. ხოლო 24 ივლისს რობერტ პლანტის ხუთი წლის შვილი დაიღუპა. ამის გამო ტურნე შეწყდა.

სეტლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნეზე შესრულდა ძირითადად ის სიმღერები რომლებიც ჯგუფმა 1975 წელს ერლს კორტის არენაზე იმღერა. დამატებით ჯგუფმა დაუკრა რამდენიმე სიმღერა ახალ ალბომიდან Presence. ეს სიმღერებია Nobody's Fault but Mine და Achilles Last Stand.

  1. The Song Remains the Same (პეიჯი, პლანტი)
  2. The Rover (intro)/Sick Again (პეიჯი, პლანტი)
  3. Nobody's Fault but Mine (პეიჯი, პლანტი)
  4. Over the Hills and Far Away (პეიჯი, პლანტი) or In My Time of Dying (პეიჯი, პლანტი, ბონემი, ჯოუნსი)
  5. Since I've Been Loving You (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
  6. No Quarter (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
  7. Ten Years Gone (პეიჯი, პლანტი)
  8. The Battle of Evermore (პეიჯი, პლანტი)
  9. Going to California (პეიჯი, პლანტი)
  10. Black Country Woman (პეიჯი, პლანტი) / Bron-Yr-Aur Stomp (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)
  11. White Summer/Black Mountain Side (პეიჯი)
  12. Kashmir (Bonham, პეიჯი, პლანტი)
  13. Out on the Tiles (intro)/Over the Top/Moby Dick (პეიჯი, ჯოუნსი, ბონემი)
  14. გიტარის სოლო (პეიჯი) / Star Spangled Banner
  15. Achilles Last Stand (პეიჯი, პლანტი)
  16. Stairway to Heaven (პეიჯი, პლანტი)

პირველ კონცერტზე ბისზე სეტლისტი:

  • Rock and Roll (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი, ბონემი)
  • Trampled Under Foot (პეიჯი, პლანტი, ჯოუნსი)

შემდგომ ტურებზე ბისზე სეტლისტი:

სხვა კონცერტებზე ბისზე სეტლისტი:

ტურნეს გრაფიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]