შინაარსზე გადასვლა

ლედი დიმიტრესკუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალსინა დიმიტრესკუ

„ლედი ალსინა დიმიტრესკუ” - ძველი პორტრეტი თამაშიდან, რომელსაც ეთან ვინთერსი „სასახლე დიმიტრესკუს“ მთავარ დარბაზში პოულობს. პორტრეტზე გამოსახულია ალსინა მუტაციამდე.
შემქმნელი Capcom
მსახიობი მეგი რობერტსონი
ინფორმაცია
სხვა სახელები ლედი დიმიტრესკუ
შვილები ბელა დიმიტრესკუ, დანიელა დიმიტრესკუ, კასანდრა დიმიტრესკუ

ლედი ალსინა დიმიტრესკუ (ინგლ. Lady Alcina Dimitrescu, იაპონ. オルチーナ・ドミトレスク), ასევე ცნობილია, როგორც ლედი დიმიტრესკუ ― პერსონაჟი „Resident Evil“-ის საშინელებათა ვიდეო თამაშების სერიიდან, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია „Capcom“-მა. ის წარმოადგენს 2021 წელს გამოსულ „Resident Evil 8“-ის ერთ-ერთ მთავარ ბოროტმოქმედს. ალსინა არაბუნებრივად მაღალი, დიდგვაროვნული წარმოშობის ქალია ვამპირის მსგავსი თვისებებით[1] . ცხოვრობს სამ ქალიშვილთან სასახლე დიმიტრესკუში[2] და მართავს მამულს დანარჩენ სამ ლორდთან ერთად. ლედი დიმიტრესკუს გარეგნობა დაფუძნებულია პოლონელ მოდელზე, ჰელენა მანკოვსკაზე, გაახმოვანა ამერიკელმა მსახიობმა, მეგი რობერტსონმა[3]. ალსინამ პოპულარობა მოიპოვა თამაშის გამოსვლიდან საათებში და უამრავი ფანის საყვარელი პერსონაჟი გახდა, ხოლო მეგი რობერტსონმა მრავალი ჯილდო მიიღო.

პერსონაჟზე მუშაობა და ვიზუალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრესკუ 2,9 მეტრის სიმაღლისაა, მისი ქუდისა და მაღალქუსლიანების ჩათვლით[4]. ტაკანოს, თამაშის დიზაინერს, სურდა ლედი არ ყოფილიყო ტიპური გოთი, ვინაიდან ძველ თამაშებშიც იგივე ესთეტიკას იყენებდა, ამიტომ მისი სამოსი 1930-იანი წლების მოდის ტენდენციებსაა შეხამებული[5]. ალსინას ქალიშვილების, „დიმიტრესკუს დების“ კაბებზე კი საოჯახო გერბია ამოქარგული. გოგონები ძალიან ჰგვანან დრაკულას პატარძლებს, როგორც თვისებებით, ისე ჩაცმულობითაც[6] . ალსინას ელეგანტური ქუდი, სამკაული, მაკიაჟი და კაბა პერსონაჟს წარსულის აჩრდილის მსგავს გარეგნობას აძლევს[7], რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შიშის გრძნობას მისი დანახვისას. დიმიტრესკუს ყველაზე ცნობილი ატრიბუტები მისი სიგარეტის დამჭერი და გრძელი, ხმლების მსგავსი კლანჭებია, რომლებიც მსხვერპლის დანახვისას ორივე ხელთათმანიდან გამოდის.

ალსინა დაიბადა დიდგვაროვანთა გვარის, დიმიტრესკუს ოჯახში პირველ მსოფლიო ომამდე და მამულისგან მოშორებით ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და თავადაზნაურობის გაუქმების შემდეგ, დიმიტრესკუ დაბრუნდა თავისი ოჯახის ყოფილ მიწებზე, რომლებიც უკვე „დედა მირანდას“ კონტროლის ქვეშ იყო. დიმიტრესკუმ მირანდასთან შეხვედრამდე შეიტყო, რომ ჰქონდა სისხლის მემკვიდრეობითი დაავადება. ამის გამო, ის დათანხმდა მირანდას ექსპერიმენტებს (მირანდა მაგიური ძალების მქონე ყოფილი ექიმი იყო, რომელსაც უნდოდა, ეპიდემიაში გარდაცვლილი ქალიშვილი გაეცოცხლებინა და ამისთვის კადუს ვირუსით ექსპერიმენტებს ატარებდა სხვადასხვა ადამიანზე). მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა ალსინას ზებუნებრივი რეგენერაციული შესაძლებლობები გაუღვიძა და სიმაღლეში წარმოუდგენლად გაზარდა, უკვე არსებული სისხლის დაავადება მხოლოდ გაუარესდა და ლედი ვამპირად აქცია. მამულში დასახლებისთანავე მან დაიბრუნა ოჯახის ვენახები და ღვინის ბიზნესი, რათა თავი ერჩინა. რადგან დიმიტრესკუს ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბენევიენტოს, მოროსა და ჰაიზენბერგის აგრეთვე დიდგვაროვან ოჯახებთან, ალსინამ შეინარჩუნა მათთან ალიანსი და ოთხივე ლორდი მირანდას დაუქვემდებარდა. მას თამაშის განმავლობაში თავი მირანდას ფავორიტად მიაჩნდა, რადგან ექსპერიმენტების ყველაზე კარგი შედეგი სწორედ ალსინა იყო. ლედის აგრეთვე ჰქონდა ქიშპობა ლორდ კარლ ჰაიზენბერგთან და ჰყავდა სამი ქალიშვილი, რომლებიც კადუს ვირუსისა და ფარვანების შეერთებით წარმოიშვნენ.

საკუთარ მამულს,სასახლე დიმიტრესკუსა და მიმდებარე მიწებს ალსინა და მისი სამი ვამპირი ქალიშვილი, ბელა, დანიელა და კასანდრა სასტიკად მართავდნენ, ხოლო მათი მსხვერპლნი სასახლეში სამუშაოდ მისული მოახლეები და მსახურები იყვნენ.

თამაშში ეთან ვინთერსი, რომლის ქალიშვილიც მირანდამ გაიტაცა მორიგი ექსპერიმენტისთვის, პირველად ხვდება დიმიტრესკუს ოთხი ლორდის შეხვედრაზე, სადაც მირანდა ეთანს კარლ ჰაიზენბერგს უბოძებს. ეს დიმიტრესკუს მხრიდან შურსა და აღშფოთებას იწვევს. ჰაიზენბერგისგან გაქცევის შემდეგ, ეთანი მიდის მათ სასახლეში და დიმიტრესკუსა და მის ქალიშვილებს ებრძვის[8]. შესვლიდან ცოტა ხანში ის დებმა შეიპყრეს და კედელზე მიაბეს, მაგრამ ეთანმა მოახერხა თავის განთავისუფლება. მალევე მან სამივე ვამპირი სათითაოდ დაამარცხა, რადგან მათი სისუსტე სიცივე იყო და ბრძოლის დროს ფანჯრები ჩაამსხვრია, რითიც სიცივე შემოუშვა. ამან ლედი დიმიტრესკუ, როგორც დედა, სულიერად გაანადგურა, განარისხა და შურისძიების სურვილი გაუღვიძა. მან უგულებელყო მირანდას ბრძანებები პირადად ეთანის მოკვლის შესახებ და გადაწყვიტა, ის სიცოცხლეს გამოესალმებინა. ალსინა ამბობდა, რომ თუ ეთანმა ქალიშვილები დაუხოცა, მაშინ საკუთარ, გატაცებულ შვილსაც ვეღარასდროს ნახავდა. ეთანმა ძველი, ვერცხლის ხანჯალი იპოვა და ამით მხოლოდ დიმიტრესკუს ვამპირის ფორმა დაამარცხა, თუმცა ალსინამ მუტაცია განიცადა და ნამდვილი სახე, ანუ დრაკონის მსგავსი არსება გამოავლინა. საბოლოოდ, ეთანმა ეს დრაკონიც მოკლა და დაფერფლილი დატოვა დიმიტრესკუს საგვარეულო სამარხში[9][10].

„Resident Evil Village“-ის პოპულარიზაციისთვის, სტუდია „Capcom“-მა დადგა ლედი დიმიტრესკუს რეალური ზომის მუყაოს ფიგურები ვიდეო თამაშების მაღაზიებში. ჰონგ კონგში პერსონაჟის ამსახველი რეკლამები გამოიფინა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2021 წლის დასაწყისში. ლედი დიმიტრესკუს სამი ფუტის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც დამზადებულია „PureArts“-ის მიერ „Capcom“-თან თანამშრომლობით, გამოვიდა 2023 წლის მეორე ნახევარში. ალსინა აგრეთვე გამოჩნდა „Domino's Pizza Malaysia“-ს ყუთებზე. „Capcom“-მა გამოუშვა მანქანის სტიკერებიც ლედი დიმიტრესკუს გამოსახულებით და დაამზადა 1649 აშშ დოლარის ღირებულების გიგანტური ქანდაკება.

მეგი რობერტსონმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა ლედი დიმიტრესკუს როლისთვის. მან მოიგო:

  • „საუკეთესო ვიდეო თამაშის მსახიობი“ „Golden Joystick Awards 2021“-ზე.
  • „საუკეთესო შესრულება ვიდეო თამაშში“ „The Game Awards“-ზე.
  • „Great White Way“-ის ჯილდო „თამაშში საუკეთესო როლისთვის“ მე-11 ყოველწლიურ ნიუ-იორკის დაჯილდოებაზე.
  • „D.I.C.E“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Krabbe, Ersa. (April 30, 2021) How Resident Evil Village Is a Direct Sequel to Resident Evil 7, but Heavily Inspired by Resident Evil 4. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2021. ციტირების თარიღი: April 30, 2021.
  2. ↑ Cryer, Hirun. (12 May 2021) Here's how Castle Dimitrescu in Resident Evil Village compares to its real-life inspiration en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-03. ციტირების თარიღი: 2021-06-03
  3. ↑ behind the voice actors. ციტირების თარიღი: 25.07.2025..
  4. ↑ Plunkett, Luke. (1 February 2021) Capcom Says Resident Evil Village's Very Tall Vampire Lady Is Nearly Ten Feet Tall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2021. ციტირების თარიღი: 2 February 2021
  5. ↑ Endter, Kelsey. (3 February 2021) Here's How to Cosplay Lady Dimitrescu from Resident Evil Village. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2021. ციტირების თარიღი: 19 May 2021
  6. ↑ Byrd, Matthew. (January 25, 2021) Resident Evil Village: How Lady Dimitrescu's Daughters Pay Tribute to Dracula's Brides. ციტირების თარიღი: May 16, 2023
  7. ↑ Haney, Kellen. (May 6, 2021) The inspirations and "beautiful horror" that lead to the creation of the femme fatale trio of Bela, Cassandra, and Daniela. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2021. ციტირების თარიღი: May 6, 2021.
  8. ↑ Scott, Chris (June 2, 2021). „Resident Evil Village: 10 Scariest Moments In Dimitrescu Castle“. Screen Rant. ციტირების თარიღი: May 10, 2023.
  9. ↑ Hornshaw, Phil. (5 May 2021) Resident Evil Village Review -- Shapeshifter. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 10, 2021. ციტირების თარიღი: 5 May 2021
  10. ↑ Davenport, James (May 8, 2021). „It's a damn shame there's so little Lady Dimitrescu in Resident Evil Village“. PC Gamer. ციტირების თარიღი: May 6, 2023.