ლეგისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეგისტები (ფრანგ. mx,r. legiste, ლათ. lex ნათ. ბრ. legis — კანონი) — შუა საუკუნეების იურისტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ რომის სამართლის რეცეფციას დასავლეთ ევროპაში. ლეგისტები რომის სამართლის ყაიდაზე გარდაქმნიდნენ ჩვეულებით სამართალს, მეფის ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მოითხოვდნენ სენიორული და საეკლესიო სასამართლოების, აგრეთვე საქალაქო თვითმმართველობის კომპეტენციის შეზღუდვას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგისტი იყო ფრანგი იურისტი ბომანუარი, რომელმაც შეადგინა ფრანგული ჩვეულებითი სამართლის კრებული "ბოვეზის კუტიუმები".