ლებადინური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლებადინური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის, სარძევე-სახორცე მიმართულების ჯიშია. გამოყვანილია უკრაინაში სუმის ოლქის (ცენტრი ქ. ლებადინი) კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში უკრაინული ნაცარა საქონლის შვეიცარულთან შეჯვარებისა და შემდგომში საუკეთესო ნაჯვართა გადარჩევის და „თავისში“ მოშენების გზით. ჯიში დამტკიცებულია 1950 წელს. ლებადინურ ჯიშს აქვს პროპორციული აღნაგობა, ფერად უმეტესად რუხი წაბლაა. ფურის სარძევე პროდუქტიულობა ყოველ ლაქტავიაზე 3000-3700 კგ რძეს შეადგენს, სანაშენეებში — 5000—6000 კგ-ს, სარეკორდო მონაწველია 123000 კგ. რძის ცხიმიანობაა 3,8—3,9%. კუროს მასა 850-1000 კგ. ფურისა — 500—550 კგ. ნაკლავის გამოსავალი 55—58%.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]