ლგბტ უფლებები მიანმარში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიანმარი

ლგბტ უფლებები მიანმარში — ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები მიანმარში ექვემდებარებიან ოფიციალურ დევნას და დისკრიმინაციას. ლგბტ ადამიანების წინაშე დგას ისეთი იურიდიული და სოციალური გამოწვევები, რომლებსაც სხვები არ განიცდიან. ერთნაირსქესიანთა სექსუალური ქმედება უკანონოა და მიანმარის სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლი ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა სექსუალურ ქმედებებს (მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი შეთანხმებული თუ პირადად გაკეთებული) პატიმრობის ვადით ათი წლიდან უვადოდ. ჰეტეროსექსუალური ანალური კონტაქტი და ორალური სექსი ასევე უკანონოა. ტრანსგენდერი პოლიციის მხრიდან განხორციელებულია შევიწროება და სექსუალური ძალადობა და მათი გენდერული იდენტობა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. [1]

ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი სამხედრო დიქტატურის პერიოდში, ავტორიტარული მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს ქვეშ, ძნელი იყო ზუსტი ინფორმაციის მიღება ლგბტ მოქალაქეების იურიდიული ან სოციალური სტატუსის შესახებ. 2011–2015 წლებში მიანმარის პოლიტიკური რეფორმების შემდეგ, მედიისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებამ ლგბტ ადამიანებს საშუალება მისცა, ქვეყანაში მეტი ხილვადობა და მხარდაჭერა მიეღოთ. 2015 წლის ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის საარჩევნო გამარჯვების მიუხედავად, რომელიც ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა საზოგადოებას და რომლის ლიდერმა აუნ სან სუმაც ერთხელ მოითხოვა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ანტილგბტ კანონებში ცვლილებები არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ლგბტ აქტივისტებმა აღნიშნეს, საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის მზარდი კლიმატი და ტოლერანტობა ლგბტ ადამიანების მიმართ, რაც შეესაბამება მსოფლიო ტენდენციებს.[2][3][4]

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლი კრძალავს სოდომიას, იქნება ეს ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური. ჯარიმების პარალელურად, დადგენილი სასჯელი არის 10 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა კანონი მკაცრად არ სრულდება. 2013 წელს ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ მოუწოდა ქვეყანას ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ხელს უშლის მიანმარში აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებს. მას შემდეგ, რაც მისი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 2015 წელს, მან არ შეცვალა კანონები. [1]

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარი არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს ან სამოქალაქო კავშირებს. 2014 წელს, ბირმელმა ერთნაირსქესიანმა წყვილმა მედიის ფართო ყურადღება მიიპყრო არაოფიციალური საქორწილო ცერემონიალის ჩატარებისთვის 10 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრების შემდეგ. ამან ასევე გამოიწვია სოციალური კონსერვატორების რეაგირება, რომლებმაც იკითხეს, თუ რატომ არ ხორციელდება ანტიჰომოსექსუალობის კანონები მათ წინააღმდეგ.[5]

გენდერული იდენტობა და გამოხატვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარი საშუალებას არ აძლევს ტრანსგენდერებს შეცვალონ დაბადებით მინიჭწებული ბიოლოგიური სქესი. მიანმარის ტრანსგენდერი ადამიანები ექვემდებარებიან პოლიციის მხრიდან გაუპატიურებას, არასათანადო მოპყრობას ან გამოძალვას და ისინი ხშირად ხდებიან პოლიციელთა სამიზნე . ტრანსგენდერი ბირმელისთვის მხოლოდ სამი „პატივსაცემი“ კარიერული ვარიანტია: კოსმეტიკა, მოდა დიზაინერი ან მედიუმი.[6]

საცხოვრებელი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოების დამოკიდებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო რეჟიმის პერიოდში ლგბტ პირებს არ შეეძლოთ არსებობა. ბირმას სოციალური ნორმები ადამიანის სექსუალობის შესახებ აღწერილია, როგორც „უკიდურესად კონსერვატიული“. გეი კაცები სტიგმატიზირებულნი არიან, განსაკუთრებით თუ მათ აივ / შიდსი აქვთ. ადგილობრივი ბუდისტური ტრადიციის თანახმად, ლგბტ ადამიანებად დაბადებულები განიხილებიან, როგორც წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის დასჯილნი. ისტორიულად, ოფიციალური ჰომოფობიის კომბინაციამ, საზოგადოების ცნობიერების შეზღუდულობამ და საზოგადოებაში როლური მოდელების ნაკლებობამ ლგბტ ადამიანები უხილავი გახადა ბირმულ საზოგადოებაში.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ბირმაში პირველად გაიმართა გეი პრაიდი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. 2018 წელს ოფიციალურმა პირებმა მისცეს ნებართვა საზოგადოებრივი პრაიდის წვეულების გასამართად. თითქმის 6000 ადამიანი გამოვიდა ღონისძიებაზე, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. [7] მომდევნო დღეს ეს რიცხვი 10,000-მდე გაიზარდა. [8]

შემაჯამებელი ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
(სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა ათი წლიდან უვადოდ)
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nickerson, James (16 November 2016). „Myanmar's abused, intimidated LGBT people long for acceptance in new era“. Reuters UK. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  2. „Gay subject of documentary warns of continuing rights violations in Myanmar“. Mizzima (ინგლისური). 18 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  3. McFetridge, Matthew (5 September 2014). „The Outlook for LGBT Rights in Myanmar“. The Diplomat. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  4. Ferrie, Jared (1 February 2018). „LGBT festival opens in Myanmar after first public launch party“. Yahoo! Finance. Reuters. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  5. „Burma's homosexuality law 'undermining HIV and Aids fight'. The Guardian (ინგლისური). 21 March 2014. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  6. Baker, Nick (23 October 2017). „How Myanmar's Paranormal Spirit Wives Escape LGBTQ Persecution“. Vice (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 October 2018.
  7. Myanmar just had its first public pride party and thousands turned up to celebrate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-30. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
  8. LGBT festival opens in Burma after first public launch party- DVB Multimedia Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.