ლგბტ უფლებები ლატვიაში
ჰომოსექსუალური ურთიერთობები ლატვიასში ლეგალურია 1992 წლიდან. ლგბტ+ უფლებების საკითხი აქტიურადაა განხილული საზოგადოებაში. ერთსქესიანთა ქორწინებები ოფიციალურად აკრძალულია ლატვიის კონსტიტუციით, მაგრამ 2024 წლის ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელი გახდა სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია. 2006 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე შრომის სფეროში.
სამართლებრივი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატვიის სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, შეინარჩუნა ძალა ლატვიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ასევე 1991 წელს საბჭოთა კავშირიდან ქვეყნის გასვლის შემდეგ.[1] ამასთან, „ჰომოსექსუალობის“ მიმართ მკაცრი მუხლი 1992 წელს გაუქმდა. ლატვიის რესპუბლიკის ახალისისიხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედებს დღეს, მიიღეს 1998 წლის 17 ივნისს და ძალაში შევიდა 1999 წლის 1 აპრილს.
2005 წელს ლატვიის სეიმმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 110-ე მუხლი შეიცვალა, და ახალ რედაქციაში პირდაპირ იყო განმარტებული, რომ ქორწინება არის კაცისა და ქალის კავშირი. ამგვარად, კონსტიტუცით აიკრძალა ერთსქესიანთა ქორწინებები. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 73 დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 3, ხოლო 12-მა თავი შეიკავა.[2]
2006 წლის სექტემბერში ლატვიის პარლამენტმა არ მიიღო ლატვიის პირველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი ერთსქესიანთა ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ მასმედიაში[3] და ხანგრძლივი დებატების შემდეგ, დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე. ამ კანონის მიხედვით, აკრძალულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 46 დეპუტატმა, წინააღმდეგ იყო 35.[4] კანონი მიიღეს ევროკავშირის 2000/78/ЕС დირექტივის შესრულების ფარგლებში, რომელიც 2000 წლის 27 ნოემბერს იყო მიღებული. შესაბამისი კანონის მიღება იყო აუცილებელი პირობა ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.[5]
2020 წლის ნოემბერში ლატვიის კონსტიტუციურმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დედის პარტნიორს (ქალს) უნდა ჰქონდეს ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული შვებულების უფლებები, რომლებიც მამის შესაბამის უფლებებს უტოლდება.[6] 2021 წლის აპრილში კონსტიტუციურმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონსტიტუცია უკრძალავს ერთსქესიანთა პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ იმის მსგავს გადასახადის დაკისრებას, როგორიც არის გადასახადი სხვაგვარი მემკვიდრისთვის, და დაავალა შესაბამისი ქვეკანონმდებლობის გამოსწორება 2022 წლის ივნისამდე.[7]
2022 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ ლატვიის პარლამენტის იურიდიული კომისიის სამუშაო ჯგუფმა, იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, მომზადა კანონპროექტი, რომელიც ლეგალურს ხდის ერთსქესიანთა სამოქალაქო კავშირებს.[8]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატვიის დროებითმა მთავრობამ 1918 წლის 6 დეკემბრის კანონით შეინარჩუნა რუსეთის 1903 წლის სისხლის სამართლის კოდექსი. 1933 წლის 1 აგვისტოს რესპუბლიკაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც წარმოადგენდა 1903 წლის კოდექსის გადამუშავებულ ვერსიას, გერმანიისა და იტალიის სისხლის სამართლის გავლენით. მომდევნო წლებში სისხლის სამართლის კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები იქნა მიღებული.[1]
ლატვიის საბჭოთა კავშირში მიერთების შემდეგ, 1940 წელს, დროებით გავრცელდა 1926 წლის რსფსრ-ის კრიმინალური კოდექსი. ამგვარად, რესპუბლიკაში შევიდა რსფსრ-ის 154-ე მუხლი, რომელიც ისჯიდა „ჰომოსექსუალიზმის“ წახალისებას. RSFSR-ის კრიმინალური კოდექსის მოქმედება შეწყდა 1961 წელს, როდესაც ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კრიმინალური კოდექსი იქნა მიღებული.[9] ახალ კოდექსში ასევე შევიდა საბჭოთა მოდელის ანალოგიური — 124-ე მუხლი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.[10]
2021 წლის მდგომარეობით, ლატვიის მთავრობაში იმყოფა ორი ღია ლგბტ წარმომადგენელი: შინაგან საქმეთა მინისტრი მარია გოლუბევა — ლესბოსელი, და საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი — გეი.[11]
2021 წლის 2-7 აგვისტოს, რიგაში გაიმართება ბალტიისპირეთის პრაიდი 2021, რომლის მთავარი თემა იქნება „სანამ ყველა არ გავხდებით თანასწორები!“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Статья 124დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. УК Латвийской ССР
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Латвийская Республика დაარქივებული 2015-07-01 საიტზე Wayback Machine. // Правовые системы стран мира
- ↑ В Латвии официально запрещены однополые браки. Обозреватель (2005-12-02). ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ Запрет на пропаганду гей-отношений не прошел. DELFI (2006-09-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-15. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
- ↑ Lettland stimmt doch für AGG. Queer.de (2006-09-22). ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ Организация геев и лесбиянок призывает президента не утверждать закон о труде. DELFI (2006-06-16). ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ A provision that envisages the right to a child’s father to a leave in relation to the birth of a child is incompatible with the first sentence of Article 110 of the Satversme, insofar it does not envisage protection and support to a female partner of the child’s mother in relation to the birth of the child დაარქივებული 2022-03-02 საიტზე Wayback Machine. Конституционный суд Латвии 2020(ინგლისური)
- ↑ Satversmei neatbilst valsts nodevas regulējums, kas piemērojams mantojuma atstājēja tā paša dzimuma partnerim, kuram ar mantojuma atstājēju bija izveidota ģimene დაარქივებული 2021-04-09 საიტზე Wayback Machine. 2021
- ↑ Однополые пары в Латвии получили шанс на гражданские союзы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-16. ციტირების თარიღი: 2022-02-16
- ↑ Дурманов Н. Д. § 3. Уголовное законодательство союзных республик დაარქივებული 2014-12-15 საიტზე Wayback Machine. // Советский уголовный закон — С. 178
- ↑ Как отец советской порнографии стал борцом с «гей-пропагандой» დაარქივებული 2014-12-10 საიტზე Wayback Machine. // Спектр, 9 декабря 2014
- ↑ МВД Латвии возглавила открытая лесбиянка Мария Голубева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-09. ციტირების თარიღი: 2021-06-09