შინაარსზე გადასვლა

ლგბტ უფლებები ვიეტნამში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლგბტ უფლებები ვიეტნამშილგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ ცნობები იშვიათი არ არის, ამასთან, ლგბტ ადამიანების დაახლოებით 20% აცხადებს, რომ ოჯახის წევრებმა სცემეს ორიენტაციის გამხელისას. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანი ვიეტნამში შეიძლება აღმოჩნდეს სამართლებრივი გამოწვევების წინაშე, რომელსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. როგორც მამაკაც, ასევე ქალ ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია და ითვლება, რომ არასოდეს ყოფილა კრიმინალი ვიეტნამის ისტორიაში. [1] ერთნაირსქესიანი წყვილები და ოჯახები ვერ მიიღებენ საწინააღმდეგო სქესის წყვილების მსგავს კანონიერ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა ზოგადად ტაბუდ არის მიჩნეული, ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერება XXI საუკუნეში გაიზარდა. [2]

2012 წლის 5 აგვისტოს ჰანოიში ჩატარდა ვიეტნამის გეი პრაიდის პირველი მშვიდობიანი აღლუმი. 2017 წელს პრაიდის აღლუმები ჩატარდა დაახლოებით 35 სხვა ქალაქსა და პროვინციაში . [3] [4]

2016 წლის ნოემბერში ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ფილიპინები, ისრაელი, ტაილანდი, აღმოსავლეთი ტიმორი, ნეპალი, საქართველო, თურქეთი, შრი-ლანკა და მონღოლეთი აზიის ერთადერთი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის საკითხს. ექსპერტი მუშაობს ლგბტ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და მათი სათანადო დაცვის გზების ძიების მიზნით. [5] ახალი პოზიციის შექმნას აპროტესტებს აფრიკული ჯგუფი. [6]

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ივლისში იუსტიციის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ვიეტნამის მთავრობამ დაიწყო კონსულტაცია იმის შესახებ, ლეგალიზებულიყო თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. [7] 2013 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მოიხსნა აკრძალვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონით ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ( ვიეტ. Luật Hôn nhân và Gia đình ) და უზრუნველყო გარკვეული უფლებები ერთნაირსქესიან წყვილთა თანაცხოვრებაში. ეროვნულმა ასამბლეამ ის განიხილა 2013 წლის ოქტომბერში. [8]

2013 წლის 24 სექტემბერს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომ გაუქმებულიყო ჯარიმები ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე. [9] [10] ბრძანება ძალაში შევიდა 2013 წლის 11 ნოემბერს. [11] [12]

ტრანსგენდერთა უფლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაიდის მონაწილეები, 2016

2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ვიეტნამის ტრანსგენდერი მოსახლეობა 270,000-300,000 ადამიანი იყო. 2019 წლის მარტში ადგილობრივი ასოციაციების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში თითქმის 500,000 ტრანსგენდერი ადამიანი ცხოვრობს. [13]

2018 წლის კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხული ტრანსგენდერი ადამიანების 67.5% ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიდა და რომ დაახლოებით 60%-ს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, 23%-ს „იძულებით ჰქონდათ სექსი სხვასთან“, 16%-ზე იძალადეს სექსუალურად და 83% განიცდიდა დამცირებას . [14] [15]

სამხედრო სამსახური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის შეიარაღებულ ძალებში შეიძლება მსახურობდეს ნებისმიერი მსურველი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. სამხედრო სამსახური სავალდებულოა მამაკაცებისთვის 18 წლიდან, ხოლო ქალებს შეუძლიათ მოხალისეობრივად მიიღონ მონაწილეობა. [16]

2001 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ვიეტნამელების 82% მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალობა „არასოდეს არის მისაღები“.

2014 წლის მარტის გამოკითხვის თანახმად, ვიეტნამელების 33.7% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ხოლო 53% წინააღმდეგია. [17]

2016 წლის დეკემბერში ჩატარებულმა ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას, 25% წინააღმდეგია და 30% პასუხობს „არ ვიცი“. [18]

საცხოვრებელი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის ვიეტ პრაიდის აღლუმის მონაწილეები

2000 წელს კრიმინალური ჟურნალისტის ბუი ან ტან–ის რომანი „მსოფლიო ქალთა გარეშე“ იყო პირველი გამოგონილი ვიეტნამური წიგნი, რომელშიც ინტენსიურად იყვნენ განხილული გეი ადამიანები. 2007 წელს ეს ამბავი სატელევიზიო სერიალად გადაკეთდა. [19]

2017 წლის 18 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე, ვიეტნამის ჰანოის პრაიდი ზედიზედ მე-5 წელს ტარდებოდა. ღონისძიებამ ათასობით ადამიანს უმასპინძლა, ხოლო, პირველი პრაიდის აღლუმზე მხოლოდ ასი ადამიანი იყო. [20] [21] ჰანოის მეექვსე პრაიდი ჩატარდა 2018 წლის ნოემბერში და მასში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. [22] [23]

2006 წელს მთავრობამ მიიღო კანონი, რომ დაიცვას აივ ინფიცირებული მოქალაქეები და შიდსით დაავადებული ადამიანები დისკრიმინაციისგან. ჯანმრთელობის დაცვა ვიეტნამის ყველა მოქალაქეს უფასოდ მიეწოდება. [24]

შემაჯამებელი ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია დიახ (ყოველთვის ლეგალური)
სექსუალური ცხოვრების დაწყების თანაბარი ასაკი დიახ (ყოველთვის თანაბარი)
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
შვილად აყვანა მარტოხელა ადამიანებისთვის სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად დიახ
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანები სამხედროებს ღიად ემსახურებიან დიახ
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
(ელოდება)
სქესის ქირურგიულად შეცვლის უფლება დიახ
IVB-ზე დაშვება ლესბოსელი წყვილებისთვის
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
(აშკარა აკრძალვა სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად)
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ დიახ (აკრძალული არ არის) [25]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gays Rights and the Law, Legality of Homosexuality in Vietnam by Utopia Asia. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  2. Vietnam Has Been Praised As A Leader In LGBT Rights. Activists Beg To Differ
  3. Vietnam's first gay pride parade helps unite the LGBT community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  4. Getting ready for the fourth Viet Pride
  5. Anti-LGBTI push at U.N. falls short Erasing 76 Crimes
  6. UN creates LGBT expert post; SL votes in favour en. ციტირების თარიღი: 2018-12-10
  7. "Vietnam government consults on same-sex marriage", Gay Star News, 20 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2020.
  8. Fifty shades of pink. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  9. Nghị quyết sửa đổi, bổ sung Hiến pháp năm 1992 (in Vietnamese)
  10. DPA. (2013-11-28) Vietnam amends Constitution. Thehindu.com. ციტირების თარიღი: 2014-01-05.
  11. Newspaper. Vietnam to remove fines on same-sex marriage. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
  12. NGHỊ ĐỊNH - QUY ĐỊNH XỬ PHẠT VI PHẠM HÀNH CHÍNH TRONG LĨNH VỰC BỔ TRỢ TƯ PHÁP, HÀNH CHÍNH TƯ PHÁP, HÔN NHÂN VÀ GIA ĐÌNH, THI HÀNH ÁN DÂN SỰ, PHÁ SẢN DOANH NGHIỆP, HỢP TÁC XÃ (in Vietnamese)
  13. Vietnam Proposes Law to Officially Recognize Transgender People | Saigoneer en-gb. ციტირების თარიღი: 2019-08-06
  14. Conference discusses legal framework to protect transgender people. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-03. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  15. Transgender law to be discussed by 2020. ციტირების თარიღი: 2019-08-06.
  16. Vietnamese treatment of homosexuals
  17. 53% protest gay marriage legalization in Vietnam: study. tuoitrenews.vn (27 March 2014).
  18. Global Attitudes Survey on LGBT people. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  19. /ARTS WEEKLY/VIETNAM: Closet Gays Slowly Coming Out. Ipsnews.net (20 July 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 2009-05-01.
  20. Largest event for LGBTQ community underway in Hanoi - News VietNamNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-25. ციტირების თარიღი: 2017-10-18
  21. Panti Bliss aka Rory O Neill Visit to Vietnam
  22. Hanoi Pride Festival 2018 filled with joy, colours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-04. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  23. Gay Pride dans les rues d'Hanoï fr.
  24. Knox, Richard. (2007-02-05) Vietnam Expands Protection for People with HIV.
  25. Đồng tính nam không được phép hiến máu nhân đạo!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 April 2017