ლგბტ უფლებები ბანგლადეშში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლგბტ უფლებები ბანგლადეშში — ბანგლადეშში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა (ლგბტ) უფლებები ძლიერ არის აღკვეთილი. უპირატესად, კონსერვატიული ბანგლადეშის საზოგადოების ტრადიციული მენტალიტეტის გამო, მაღალია ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტ პირების მიმართ საზოგადოებაში. ბანგლადეშის კანონის თანახმად, ჰომოსექსუალობა უკანონოა. აღნიშნული კანონი მემკვიდრეობით მიიღეს ბრიტანეთის ინდოეთის მთავრობისგან 1860 წელს. [1] [2] კანონის თანახმად, ჰომოსექსუალობისთვის სასჯელი განისაზღვრება თავისუფლების უვადო აღკვეთით, ამიტომ მათთვის, ვინც ჰომოსექსუალებად მიიჩნევს საშიშია საზოგადოებაში ღიად ქამინგ-აუთი, რადგან არსებობს საფრთხე საზოგადოების მხრიდან სოციალური უარყოფის, სიძულვილის ან თავდასხმის.

Human Rights Watch აცხადებს, რომ „ბანგლადეშში გავრცელებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“. [3] კოდექსის 377-ე მუხლი ითვალისწინებს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას. 2016 წელს ტერორისტულმა ჯგუფებმა აიღეს პასუხისმგებლობა ბანგლადეშის პირველი ლქბტქ ჟურნალის რედაქტორის, ხულჰაზ მანანის და მისი პარტნიორის, ტანაი მაჯუმდარის, მკვლელობაზე

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისხლის სამართლის კოდექსის 377 -ე მუხლი კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას ბუნების წესრიგის წინააღმდეგ, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

შესაბამისად, შეიძლება ისჯებოდეს ჰეტეროსექსუალური ფიზიკური კავშირც თუ ის ეწინააღმდეგება ბუნებრივ წესრიგს. [4] [5]

2009 და 2013 წლებში ბანგლადეშის პარლამენტმა უარი თქვა 377-ე მუხლის გაუქმებაზე. [6]

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლგბტ უფლებების მიტინგი ბენგალური საახალწლო ფესტივალის დროს (2015) დაკა.

ბანგლადეშის კანონი არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს, სამოქალაქო კავშირებს ან რაიმე სახის ოჯახურ პარტნიორობას ქორწინების გარეშე, საპირისპირო სქესის წყვილებისთვისაც. ბანგლადეშის საზოგადოება მხარს არ უჭერს [7] სქესობრივ რომანტიკულ ურთიერთობას ქორწინების გარეშე. აღნიშნული აქტები იგმობა სოციალური კონსერვატიზმის კონტექსტიდან გამომდინარე (საზოგადოება ნაკლებად უჭერს მხარს), რადგან კულტურულად საზოგადოება ემყარება მოწესრიგებულ საქორწინო სისტემას. [8]

2013 წლის 23 ივლისს ლესბოსელი წყვილი დააკავეს ფარული ქორწინების გამო. 16 წლის ინდუისტი შიბრონტი როი პუჯა და 21 წლის მუსლიმი სანჯიდა აკტერი თავიანთი ქალაქიდან დედაქალაქ დაკაში გაემგზავრნენ და ინდუისტური ცერემონიით იქორწინეს. შემდეგ ისინი დააპატიმრეს და დაემუქრნენ სამუდამო პატიმრობით. [9] ანალოგიურად, კიდევ ერთი ლესბოსელი წყვილი დააკავეს 2013 წლის ოქტომბერში მათი ურთიერთობისთვის. აღწერილი იყო, რომ წყვილიდან ერთ წევრს ჰქონდა მოკლე თმა და განისაზღვრა, როგორც ქმარი. პოლიციამ ისინი დააპატიმრა და ჩაუტარა მათ სქესის საიდენტიფიკაციო ტესტები და ექიმებმა განაცხადეს, რომ ორივე ქალი იყო. საქმე აღიძრა 209-ე მუხლით, რომელიც ეხება არასოციალურ საქმიანობას. [10]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშელები ყოველთვის იყვნენ კონსერვატიულად მოაზროვნეები ნებისმიერი სახის რომანტიკასა და სექსუალობის მიმართ, სექსუალობა ტაბუდადებული თემა იყო საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში.

გენდერული იდენტობა და გამოხატვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 11 ნოემბერს, ბანგლადეშის მთავრობამ ჰიჯრა აღიარა ცალკე სქესად მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა პრემიერ მინისტრი შეიხ ჰასინა ვაზედი . მამრობით და მდედრებთან ერთად, ოფიციალურ დოკუმენტებში ჰიჯრები განისაზღვრებიან, როგორც ცალკე სქესი. სოციალური კეთილდღეობის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 10,000 ჰიჯრა. ამის მიუხედავად, ბანგლადეშს არ გააჩნია ისეთი პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს იმ ზომებს, რომლებიც პირებმა უნდა გაიარონ თავიანთ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის ლეგალურად შეცვლის მიზნით. ასევე, არ არსებობს იმის განსაზღვრა, თუ ვის შეუძლია შეირჩეს ჰიჯრად. 2014 წლის დეკემბერში, სოციალური კეთილდღეობის სამინისტრომ მოიწვია ჰიჯრები მთავრობის დასაქმების შესახებ შეხვედრაზე. 2015 წლის იანვარში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც ითხოვს „ჰიჯრების იდენტიფიცირებისათვის საჭირო ზომების გატარებას საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმების ჩატარებით“. ამ შემოწმების შედეგად ჰიჯრებს მოუწიათ საჯაროდ გაშიშვლება და სასქესო ორგანოებთან შეხების მოთმენა. მოგვიანებით ამ შემოწმებების ფოტოები გამოქვეყნდა მედიაში, რომლებიც შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ჰიჯრები „ნამდვილად კაცები არიან“. [11]

შემაჯამებელი ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
მესამე სქესის აღიარება Yes (2013 წლიდან აღიარებულია ჰიჯრა, როგორც მესამე სქესი)
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bangladesh's LGBT community and the UPR 2013 (27 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  2. Bangladesh authorities arrest 27 men on suspicion of being gay (19 May 2017).
  3. World Report 2015 – Malaysia. Human Rights Watch (9 January 2015).
  4. Bangladesh: Treatment of homosexuals including legislation, availability of state protection and support services. United Nations High Commission for Refugees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 9 December 2012.
  5. Bangladesh_Penal_Code_1860_Full_text.pdf (application/pdf Object). unodc.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 9 December 2012.
  6. Pawar, Yogesh. Bangladesh Refuses to Abolish Criminalisation of Same-Sex Ties; in Denial about its 4.5 Million-Strong LGBT Community, Dhaka Shoots Down the United Nations Human Rights Commission Recommendations., 2013. Print
  7. Slaughtered in Bangladesh for Promoting Love and Diversity. Human Rights Watch (2 May 2016).
  8. To Love In Bangladesh (19 May 2014).
  9. Bangladesh lesbian couple threatened with life in jail for getting married (25 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  10. Bangladesh jails 'married' lesbian couple (1 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
  11. Abuses in Bangladesh's Legal Recognition of Hijras. Human Rights Watch.