ლა-პასი (ურუგვაი)
ქალაქი | |
---|---|
ლა-პასი La Paz | |
ქვეყანა | ურუგვაი |
დეპარტამენტი | კანელონესი |
კოორდინატები | 34°45′42″ ს. გ. 56°13′24″ დ. გ. / 34.76167° ს. გ. 56.22333° დ. გ. |
დაარსდა | 1872 |
ცენტრის სიმაღლე | 50±1 მეტრი |
მოსახლეობა | 50 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC-3 |
სატელეფონო კოდი | +598 2 |
საფოსტო ინდექსი | 90100 |
ლა-პასი (ესპ. La Paz) — ქალაქი სამხრეთ ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში. იგივე სახელი ეწოდება მუნიციპალიტეტს, რომელსაც ის მიეკუთვნება.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მონტევიდეოს დეპარტამენტის საზღვრიდან 2,5 კილომეტრში, მიეკუთვნება მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანელი მოსახლეები აქ 1758 წელს დასახლდნენ, როდესაც მათთვის მიწების გადანაწილება მიმდინარეობდა. 1868 წელს გაიყვანეს რკინიგზა, 1872 წელს კი დაარსდა სოფელი ლა-პასი.[1] 1925 წლის 15 მაისს „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო, 1957 წლის 19 დეკემბერს კი სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).[2]
არეალი ცნობილი იყო მევენახეობითა და აგროინდუსტრიით. არსებობდა მარმარილოსა და გრანიტის საბადოები, რომელსაც მონტევიდეოსა და არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მშენებლობებში იყენებდნენ. ამ საბადოებმა ბევრი იტალიელი იმიგრანტი მოიზიდა. გრანიტის ექსპლუატაცია დღემდე გრძელდება. ქალაქი ასევე ცნობილია მეხორცეობით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მონაცემებით, ლა-პასის მოსახლეობა 20 524 ადამიანს შეადგენდა.[3]
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908 | 2,505 |
1963 | 13,226 |
1975 | 14,653 |
1985 | 16,209 |
1996 | 19,547 |
2004 | 19,832 |
2011 | 20,524 |
წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- INE map of La Paz, Barrio Cópola, Costa y Guillamón, Villa Paz S.A. and Barrio La Lucha დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Statistics of urban localities (1908–2004) (PDF). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Ley Nº 12.477. República Oriental del Uruguay, Poder Legislativo (1957). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
- ↑ Censos 2011 Cuadros Canelones. INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 August 2012.