ლახტის წმინდა მარიამის კირხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლახტის წმინდა მარიამის კირხე
ლახტის წმინდა მარიამის კირხე — რუსეთი
ლახტის წმინდა მარიამის კირხე
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°59′36″ ჩ. გ. 30°09′53″ ა. გ. / 59.99333° ჩ. გ. 30.16472° ა. გ. / 59.99333; 30.16472
რელიგიური კუთვნილება ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ლახტა, სანქტ-პეტერბურგი
ფუნქციური სტატუსი დაანგრიეს 1939 წელს
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XX საუკუნე

ლახტის წმინდა მარიამის კირხე (რუს. Кирха Святой Марии) — ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ რაიონ ლახტში. ეკლესია აგებულია 1904 წელს. ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია 1939 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წელს ფინურ სოფელ ლახტაში, ფინეთის ყურის ნაპირზე, გაიხსნა სკოლა სადაც ასწავლიდნენ ფინურ ენაზე. 1874 წელს სკოლა გადავიდა ცალკე შენობაში, თანამედროვე ლახტის პროსპექტის № 64 სახლში. 1894 წელს სწორედ ამ სახლში დაიწყეს შეკრება და ლოცვა ფინელმა და შვედმა ლუთერანული სარწმუნოების მიმდევრებმა. 1898 წლისათვის ლახტის ფინურ სკოლაში ირიცხებოდა 47 მოსწავლე. 1900-იანი წლების დასაწყისისათვის ფინელები ლახტის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ, მათ რაოდენობა კი იყო დაახლოებით 350 ადამიანი.

1900 წელს ლახტის ფინურმა ლუთერანულმა თემმა გენერალურ კონსისტორიას გადასცა თხოვნა საკუთარი კირხეს მშენებლობის შესახებ, თუმცა უარი მიიღეს. საბოლოოდ 1904 წელს მიიღეს თანხმობა. ამავე წელს არქიტექტორ ერნსტ შიტის პროექტის მიხედვით ააგეს ხის სამლოცველო სახლი კოშკური სამრეკლოს თანხლებით. სამლოცველო იტევდა 250 ადამიანს, იგი აკურთხეს წმინდა მარიამის სახელზე. ლიტურგია სამლოცველო სახლში იმართებოდა წელიწადში ხუთჯერ. სამლოცველო მიაწერეს სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინურ ეკლესიას. სამლოცველო სახლი მდებარეობდა ახალი და ეკლესიის ქუცების კვეთაზე.

1906 წელს მიწა, რომელზეც იდგა ლახტის სამლოცველო სახლი გლეხებმა იყიდეს და მუდმივ მფლობელობაში გადასცეს წმინდა მარიამის ფინური ეკლესიის თემს. ამავე წელს სკოლასთა ახლოს, რომელსაც ეწოდებოდა „წმინდა მარიამის ევანგელისტურ-ლუთერანული ფინური ეკლესიის სასწავლებელი“, ააგეს ბავშვთა თავშესაფარი.

1923 წელს სამლოცველო სახლი გადააკეთეს წმინდა მარიამის კირხედ, ხოლო ლუთერანული საზოგადოება ლახტის მრევლად. 1937 წელს კირხეში ღვთისმსახურება შეწყდა. 1939 წელს კირხე საბოლოოდ დახურეს, ხოლო შენობა დაანგრიეს. 1941 წელს დახურეს ფინური სკოლაც. 2000 წელს ფინური სკოლის შენობაც დაანგრიეს[1][2][3].

1908 წლისთის კირხეს მრევლი შეადგენდა 444 ადამიანს[4], 1919 წელს ეს მაჩვენებელი 2 500 კაცი იყო[5], ხოლო 1928 წელს - 400 ადამიანი[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. 2012, 398 стр., ISBN 978-5-904790-08-0
  • Georg Luther, Herdaminne för Ingermanland II, De finska och svenska församlingarna och deras prästerskap 1704—1940. ISBN 951-583-052-4, Svenska litteratursällskapet i Finland, Helsingfors 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, стр. 351—353, ISBN 978-5-904790-08-0
  2. Lahta — все приходы Ингерманландии на Инкери. Ру
  3. 3.0 3.1 Keski-Inkeri: kylä ja tiekartta (tekstiosa). Ingriainfo oy, 1993. ISBN 951-96326-1-1
  4. Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, ISBN 978-5-904790-08-0, стр. 340
  5. Aatami Kuortti, Reijo Arkkila «Inkerin kirkon yö ja aamu», s.216, Gummerus Kirjapalno Oy, Jyväskylä, 1990, ISBN 951-617-925-8, стр. 155.