ლაცაურის ნაგებობის ნაშთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაცაურის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ცხინვალის რაიონის სოფელ ლაცაურში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფელ ლაცაურში, მოსახლის კარ-მიდამოს წინ, დანგრეული ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი. ნაგებობა ვითარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. ნაშენია რუხი ფერის ქვით. ტერიტორია ამოვსებულია მიწით და ქვით. ძეგლი დაფარულია მცენარეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 143