ლაშჩის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშჩის სახლი
რუს. Доходный дом Лащ
კოორდინატები 47°13′27″N 39°42′34″E / 47.224286° ჩ. გ. 39.709322° ა. გ. / 47.224286; 39.709322
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XX საუკუნის დასაწყისი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130160000

ლაშჩის სახლი (რუს. Доходный дом Лащ[1]) ასევე ლივუსის სახლი (რუს. Доходный дом Ливус[2]) — XX საუკუნის ტიპური სავაჭრო, საშემოსავლო სახლი, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მქონე ნაგებობა[2], დონის როსტოვში, რუსეთის ფედერაცია. შენობა მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე, მაქსიმ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის წინ. შენობა ააშენა ალექსანდრე ედმუნდის ძე ლაშჩმა XX საუკუნის დასაწყისში. შემოსავლების სახლის ყველაზე მდიდრულო ოთახების ფანჯრები გადის პუშკინის ქუჩაზე, ხოლო ნაკლებად ღირებულისა სახლის ეზოში[3]. თანამედროვე ეპოქაში ეს არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი დონის როსტოვი, პუშკინის ქუჩა № 75.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო სახლის ფასადი მდებარეობს პუშკინის ქუჩის წითელ ხაზში. შენობას აქვს ოთხი სართული და მანსარდა. შენობის ფასადის გაფორმება შეიცავს გოთიკური არქიტექტურის ელემენტებს. ფასადზე გამოსახულია ორი ვერტიკალური თაღი, რომლითაც გაფორმებულია კოლონის კუთხეები. თაღები ბოლოვდება მაღალი შეისრული ფრონტონებით. შენობის ძირითადი შესასვლელის თავზე განთავსებულია მცირე დეკორაციული კოლონები და მცენარეული ორნამენტები. ფანჯრის თავები გაფორმებულია ციხესიმაგრის ქვით. მესამე და მეოთხე სართულებს შორის ფასადი გაფორმებულია მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული ქამრით. ლაშჩის სახლის მეხუთე სართული მანსარდაა, რომელიც გაფორმებულია სამი ყრუ ფანჯრით[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Об объявлении недвижимых памятников истории и культуры города Ростова-на-Дону под охраной органов местного самоуправления. zakon.7law.info. ციტირების თარიღი: 2013-11-24.[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  3. 3.0 3.1 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 29—32. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.