ლაშეთხევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშეთხევის ნამოსახლარი— არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის (მლაშე ხევის) მდინარე მტკვართან შეერთების ადგილას, ხევის მარჯვენა მხარეს, ბორცვზე. შეისწავლა უფლისციხის 1963-1969 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი). ნამოსახლარი რამდენიმე კულტურული ფენისაგან შედგება. უძველესი ფენა ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება, ყველაზე გვიანდელი-ანტიკური ხანით. ლაშეთხეველთა მეურნეობაში წამყვანი ყოფილა მიწათმოქმედება, მისდევდნენ მეთუნეობასა და ხელოსნობის სხვა დარგებსაც. სარწყავად იყენებდნენ „ავაზნების წყაროს“, რომელიც ნამოსახლარიდან ჩრდილოეთით, 1,5 კმ-ზე იღებს სათავეს. ლაშეთხევის ნამოსახლარი თავისი უძველესი ფენით მტკვარ-არაქსის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კულტურას მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]