ლაშა კანდელაკიშვილი
ლაშა კანდელაკიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 ივნისი, 1984 |
დაბ. ადგილი | სიღნაღი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ საქართველო |
მუშაობის ადგილი | ევროპის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ლაშა კანდელაკიშვილი (დ. 2 ივნისი, 1984) ― ქართველი გეოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაშა კანდელაკიშვილი 1984 წლის 2 ივნისს სიღნაღში დაიბადა. 2007 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2017 წელს ― პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო.
2007-2008 წლებში თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის, ხოლო 2008-2009 წლებში თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2012-2019 წლებში ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ბიზნესმარკეტინგი“ (თანაავტორი). თბილისი: მწიგნობარის გამ-ბა და სტ. 2011. ISBN 9789941424151.
- „საბანკო საქმე: სახელმძღვანელო“ (თანაავტორი). თბილისი: შპს "კალიგრაფი". 2010. ISBN 9789941020186.
- „თანამედროვე ეკონომიკა: ლექციების კურსი“ (თანაავტორი). თბილისი: მწიგნობარის გამ-ბა და სტ. 2010. ISBN 978-9941-424-10-6.
- „თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა: სახელმძღვანელო“ (თანაავტორი). თბილისი. 2010. ISBN 9789941011917.