ლაშა ბექაური
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 2000 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | არხილოსკალო, საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 90 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ძიუდო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ლაშა ბექაური (დ. 26 ივლისი, 2000, არხილოსკალო, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს საქართველოს სახელით. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული[1]. პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში[2] და ასევე პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში.[3] აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში[4]
2019 წლის 8 დეკემბერს, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელებს ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.[5][6] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო,[7] შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ლაშა ბექაურის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით.[8]
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე, 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.[9]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია
- ↑ ლაშა ბექაურის ტრიუმფი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1tv.ge
- ↑ ლაშა ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია 1tv.ge
- ↑ 18 წლის ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია reginfo.ge
- ↑ ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 1tv.ge
- ↑ მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ლაშა ბექაური პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს on.ge
- ↑ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 1tv.ge
- ↑ ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო[მკვდარი ბმული] 1tv.ge
- ↑ „ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია!“. Sportall. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)