ლაშარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ლაშარი“ქართული ყოველკვირეული ჟურნალი, სრულიად საქართველოს ახალი მწერლობის კავშირის ორგანო. გამოვიდა 1923 წელს თბილისში (მხოლოდ № 1). გამომცემელი — სარედაქციო კოლეგია. დაბეჭდილია „ახალი მწერლობის დეკლარაცია“ (ავტორი პავლე ინგოროყვა), ვალერიან გაფრინდაშვილის, სერგო კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, პაოლო იაშვილის, კ. სუმბათაშვილისა და სხვა ქართველი მწერლების ლიტერატურული წერილები და სტატიები. ტირაჟი 1000 ცალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]