ლაურა უნუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაურა უნუკი

ლაურა უნუკი 2021 წელი
ქვეყანა (სპორტი) სლოვენიის დროშა სლოვენია
ეროვნება სლოვენიელი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1999 (1999-11-09) (24 წლის)
დაბადების ადგილი ლიუბლიანა, სლოვენია
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2021)
ფიდე რეიტინგი 2346 (მარტი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2407 (ივლისი 2021)
ჯილდოები და პრემიები Bloudek badge

ლაურა უნუკი (სლოვენ. Laura Unuk დ. 9 ნოემბერი, 1999, ლიუბლიანა, სლოვენია) ― სლოვენიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (2021), ქალთა შორის დიდოსტატი (2019). ასაკობრივ კატეგორიებში ორჯერ იყო გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. 2013 წელს გახდა სლოვენიის ჩემპიონი. სლოვენიაში ყველაზე მაღალრეიტინგული ქალი მოჭადრაკეა[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაურა უნუკი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და 2009 წელს 10 წლამდელ გოგონებში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში კიდევ ექვსჯერ მოიგო სლოვენიური ოქროს მედალი: U12 (2011), U14 (2013), U16 (2014), U16 (2015), U18 (2016), U18 (2017). 2013 წელს ქალთა შორის სლოვენიის ჩემპიონი გახდა. ლაურამ 9 პარტიაში 5 ქულა დააგროვა ლარა იანჟელთან ერთად, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო[2]. 2014 წელს დურბანში მსოფლიოს 14 წლამდელ გოგონათა შორის გახდა ჩემპიონი და ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდებაც მიიღო. იასაში ევროპის ახალგაზრდულ გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზა, პირველ დაფაზე ითამაშა და ორი ოქროს მედალიც მოიგო, გუნდური და ინდივიდუალური. 2016 წელს სლოვენიის ქალთა ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან 9 პარტიაში 6 ქულა დააგროვა და 2-3-ე ადგილებს ინაწილებდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მესამე არგუნეს. 2017 წელს მონტევიდეოში მსოფლიოს 18 წლამდელ გოგონებში გახდა ჩემპიონი. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2021 წელს ქალთა მსოფლიოს თასზე იასპარეზა და მეორე ტურში გიუნაი მამაზადესთან გამოვარდა 0,5:1,5. მანამდე კი შრუკ ვაფა დაამარცხა 2:0. 6-ჯერ იასპარეზა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე (2015—2019 და 2021 წწ).

2016 წელი, საჭადრაკო ოლიმპიადა

სლოვენიის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ იასპარეზა ოლიმპიადაზე[3]:

პირველად ოლიმპიადაზე 2014 წელს, ქალაქ ტრომსეში 14 წლისამ იასპარეზა, მეოთხე დაფაზე გამოვიდა და 9 პარტიიდან 6 მოიგო, 1 წააგო, სამი კი ყაიმით დაასრულა. საბოლოოდ ინდივიდუალურში მეოცეზე გავიდა, ნაკრები კი 38-ზე.
მეორედ 2016 წელს ბაქოში პირველი დაფაზე იანაცვლა. 9 პარტიიდან 5 მოიგო, ერთი წააგო, 4 კი ყაიმით დაასრულა.
მესამედ 2018 წელს ბათუმშიც პირველ დაფაზე გამოვიდა. 8 პარტია ითამაშა, საიდანაც 2 მოიგო, 4 წააგო და 4-იც ყაიმით დაასრულა.

  • ოთხჯერ იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე[4]:
  • 2013 წელი. ვარშავა. მეოთხე დაფა (+4, =3, -1)
  • 2015 წელი. რეიკიავიკი. პირველი დაფა (+4, =2, -3)
  • 2017 წელი. კრეტა. პირველი დაფა (+4, =1, -4)
  • 2019 წელი. ბათუმი. პირველი დაფა (+3, =4, -2)

2019 წელს მიტროპას თასზე გამოვიდა, ხოლო 2020 წელს ფიდეს ონლაინ-ოლიმპიადაზე.

სახელმწიფო ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული აქვს ეროვნული სპორტული ჯილდო: Bloudek badge

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს ლიუბლიანის „ბეჟინგრადის“ კოლეჯი დაამთავრა და ლიუბლიანის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ბიოქიმიის განხრით.[5] თავის ორ მეგობართან და ასევე ნაკრების წევრებებთან ტეი ვიდიჩთან და ლარა იანჟელთან ერთად Twitch-ზე საკუთარი არხი აქვს „Checkitas“.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federations Ranking - Slovenia. Only Women. FIDE.
  2. 23. državno šahovsko prvenstvo Slovenije za članice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2021-02-26
  3. Bartelski, Wojciech. OlimpBase :: Women's Chess Olympiads :: Laura Unuk.
  4. Bartelski, Wojciech. OlimpBase :: European Women's Team Chess Championship :: Laura Unuk.
  5. Maruša Novosel (2018-11-25). "Pravega žura še nisem doživela". OnaPlus
  6. Checkitas.