ლაუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლაუკამდინარე რომელიც სათავეს იღებს ჩილეს ალტიპლანოში, ტარაპაკას რეგიონში და მიედინება ბოლივიაში, სადაც ჩაედინება კოიპასას ტბაში. მდინარის სიგრძე შეადგენს 225 კმ-ს. მისი ზემო დინება მდებარეობს ლაუკის ეროვნული პარკის ფარგლებში.

1930-იან წლებში, ჩილეს მთავრობამ დაიწყო მდინარე ლაუკის ჰიდრორესურსების გამოყენება და მისი წყლით ასაპის ხეობის მორწყვა, რამაც გამოიწვია ბოლივიის მთავრობის სასტიკი უკმაყოფილება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩილეს მთავრობა ხელოვნურად უცვლიდა კალაპოტს საერთაშორისო მდინარეს. ამ ამბით გამოწვეული დიპლომატიური დაძაბულობა ჩილესა და ბოლივიას შორის დაიწყო 1939 წელს და გაგრძელდა 1960 წლამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]