ლატფარის უღელტეხილი
Jump to navigation
Jump to search
ლატფარის უღელტეხილი | |
---|---|
ლატფარის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°52′53″ ჩ. გ. 42°56′47″ ა. გ. / 42.88139° ჩ. გ. 42.94639° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2830 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
აკავშირებს | ქვემო სვანეთს ზემო სვანეთთან |
ამგებელი ქანები | თიხაფიქლები ქვიშაქვები |
ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
ლატფარის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2830 მ. ლატფარის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 142, თბ., 1983 წელი.