ლატრუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ლატრუნი
ებრ. לטרון
არაბ. اللطرون

ლატრუნის მონასტერი
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
კოორდინატები 31°49′55″ ჩ. გ. 34°58′53″ ა. გ. / 31.83194° ჩ. გ. 34.98139° ა. გ. / 31.83194; 34.98139
ლატრუნი — ისრაელი
ლატრუნი

ლატრუნი (Domaine de Latroun) (ივრ: לטרון, არაბ.: اللطرون) —ტერიტორია ისრაელში, იერუსალიმის დასავლეთით 15 კმ -ში, აიალონის ველზე (ინგლ. Ayalon Valley). მდებარეობს თელ -ავივის აღმოსავლეთით 30 კმ -ში,  № 3 და № 1 მაგისტრალების კვეთაზე.

ერთ -ერთი ვერსიის თანახმად, სახელი "ლატრუნი"( ფრანგ. La toron des Chevaliers —"რაინდების გორა")  დაერქვა ამ მიდამოებში  XII საუკუნეში მდებარე ჯვაროსნების ციხის სახელწოდების მიხედვით.   სხვა ვერსიის თანახმად, XIV საუკუნეში მომლოცველები ამ ადგილს უწოდებდნენ „კეთილი ყაჩაღის სახლს" (ლათ. Domus boni Latronis ). [1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორცვებზე მდებარეობს ლატრუნის ღვთისმშობლის მონასტერი, რომელიც დაარსდა 1890 წელს კარმელიტების სამონასტრო ორდენის მიერ, დღეს მონასტერი ეკუთვნის ტრაპისტების ორდენს. ორდენის ერთ-ერთი თავისებურება ამქვეყნიურ საკითხებთან დაკავშირებიული კომუნიკაციისგან  თავშეკავება ან მინიმუმამდე დაყვანაა, ამიტომ მონასტერს ხშირად მდუმარეთა მონასტერსაც უწოდებენ.[2]

მე -19 საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონის კამპანიასთან ერთად, წმინდა მიწაზე ვაზი  ჩაიტანეს და მისი ნერგები  ლატრუნის მონასტრის ტერიტორიაზე დარგეს. მონასტერი დღემდე განთქმულია შესანიშნავი ღვინოებით, რომლებიც მზადდება მონასტრის კუთვნილ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან (ნაპოლეონის ვაზისგან).[3][4]

1970-იან წლებში მონასტრის კუთვნილი დაქირავებულ მიწებზე  დაარსდა  დასახლება ნევე შალომ-უაჰათ ას-სალამ, სადაც ებრაელები და არაბები ერთად ცხოვრობენ. დასახლება დაფუძნდა იმის საჩვენებლად, რომ ორ ხალხს  ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლია.

ჰასმონელთა პერიოდიდან რეგიონალური ადმინისტრაციული ცენტრი (ტოპარქიის ცენტრი)  იყო ქალაქი ემაუსი, რომელიც  გვიანდელ რომაულ და ბიზანტიურ პერიოდში ცნობილია ნიკოპოლისის სახელით. ემაუსი, ნახსენებია სახარებებში, აქ იესო  ჯვარცმის შემდეგ  ქრისტეს სამოოცდაათ მოციქულთაგან ორს გამოეცხადა: [5]

ვიკიციტატა
„„საღამოს მოგზაურები ღამით წავიდნენ ქალაქში, ტრაპეზის დროს იესომ პური გატეხა და კურთხევა გამოაცხადა. იმავე მომენტში ბინდი გაიფანტა მოწაფეების თვალთაგან და მათ იცნეს იგი“ (ლუკა 24:13).“

გორაკის თავზე  ჯვაროსნების ციხესიმაგრე მდებარეობდა, რომელიც  იაფა-იერუსალიმის გზაზე დამცავი ნაგებობის ფუნქციას ასრულებდა. ციხესიმაგრე ეკუთვნოდა ტამპლიერ რაინდებს.  იგი 1191 წელს  აღადგინა რიჩარდ ლომგულმა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ციხესიმაგრე დაშალეს თავად ჯვაროსნებმა სალადინთან შეთანხმების საფუძველზე ( 1192 წლის იაფას ხელშეკრულება). ციხესიმაგრიდან შემორჩენილია გალავნის ნანგრევები, მისგან დასავლეთით კარიბჭის ნაშთი მდებარეობს . გალავნის ჩრდილოეთით სიმაგრის სამი რიგია.

ამ ადგილის მახლობლად გადის ტრანშეები და სანგრები,  რომლებიც პალესტინის ამ მხარეში 1915-17 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს გამართულ უმძიმეს ბრძოლებზე მოწმობს თურქეთ-გერმანიის ჯარებსა და ბრიტანეთის იმპერიის  ANZAC-ის (ავსტრალიურ-ახალი ზელანდიის კორპუსი) კორპუსს შორის.

ისრაელის სატანკო ნაწილების მუზეუმის ნაწილი

ისრაელის დამოუკიდებლობის ომის დროს  ტეგარტი (პოლიციის ციხე)  ლატრუნი წარმოადგენდა იორდანიის არაბული ლეგიონის ერთგვარ სიმაგრეს , რაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ებრაული ძალების სამი თავდასხმა ციხესიმაგრეზე (ლატრუნის ბრძოლები -ინგლ Battles of Latrun) ) წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ეგრეთ წოდებული "ბურმას" (დერეხ ბურმა-დროებითი გზა) გრუნტის  გზის ნაჩქარევად მშენებლობის აუცილებლობა ლატრუნის გვერდის ავლით ებრაული იერუსალიმის მომარაგებისთვის. ექვსდღიანი ომის დროს ფორტი და ციხის ნაშთები იორდანელმა ჯარისკაცებმა  სიმაგრის სახით გამოიყენეს. [6][7][8][9]

ლატრუნში განთავსებულია ისრაელის სატანკო ძალების მუზეუმი, ასევე მუზეუმი „მინი-ისრაელი“, სადაც მინიატურულად არის წარმოდგენილი სახელმწიფოს ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა. იქვე ახლოს მდებარეობს ფრინველთა მიგრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICSBM), აღმოსავლეთით არც თუ ისე შორს 700 ჰექტარი ფართობი უკავია  ისრაელის ეროვნული პარკს, რომელსაც  კანადა პარკს  (ივრ. פארק קנדה‎ არაბ: حديقة كندا‎ ) ან აიალონის პარკს უწოდებენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walter Pinhas Pick (2007). "Latrun". Encyclopaedia Judaica. Retrieved 2013-10-04.
  2. "Emmaus - Nikopolis - Hasmonean period fortress". www.biblewalks.com. Retrieved 3 April 2018.
  3. Roiter, Nadav (16 September 2011). "Monastic life". The Jerusalem Post. p. 10. Retrieved 3 June 2012.
  4. Latroun, the abbey's official website. Accessed 11 May 2021.
  5. "Jesus Brotherhood Gnadenthal" (PDF). Archived from the original (PDF) on 28 March 2016. Retrieved 12 November 2016.
  6. "British to Release 700 Interned Jews". The New York Times. AP. 2 November 1946. p. 4. Retrieved 3 June 2012
  7. Clifton, Daniel (30 June 1946). "Britain Launches Army Drive to End Palestine Terror" (PDF). The New York Times. p. 1. Retrieved 3 June 2012.
  8. "8 Jewish Leaders Freed by British". The New York Times. 6 November 1946. p. 18. Retrieved 3 June 2012.
  9. "Armored Corps' Memorial Site". (ებრ.)Retrieved 12 November 2016.