ლატვიური მითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლატვიური მითოლოგია
Baltic Cross.JPG
ოჯახი ბალტიური მითოლოგია
ისტორია მე-13 საუკუნიდან - დღემდე
არსებები
  • ციური ღვთაებები
  • დემონები
  • მაქციები
  • ჯადოქრები
  • ბედის ქალღმერთები
  • ნაყოფიერების ღმერთები

ლატვიური მითოლოგია — მითების კრებული, რომლებიც გაჩნდა ლატვიის ისტორიის მანძილზე. ეს მითები ლატვიელი ხალხის ხალხური ტრადიციებიდან და ქრისტიანობამდელი ბალტიის მითოლოგიიდან მომდინარეობს. ლატვიის მითოლოგია გამოიყენება განსაკუთრებით ლატვიის ისტორიული წარმართული რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის აღსადგენად და ანალიზისთვის.

მე-13 და მე-18 საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე ცნობს არსებობს ბალტიის ტომების, თანამედროვე ლატვიელების წინაპრებისა და მათი მითოლოგიის შესახებ XIII საუკუნემდე, ანუ გაქრისტიანებამდე. გაქრისტიანების შემდეგ, ადგილობრივ მითოლოგიასთან დაკავშირებული რამდენიმე ცნობა იყო, მათ შორის ქრონიკები, მოგზაურობის ცნობები, ვიზიტების ჩანაწერები, იეზუიტების ცნობები და წარმართული წესების სხვა ცნობები.[1] მკვლევარებმა ეს მოხსენებები მეორეხარისხოვან წყაროდ მიიჩნიეს, რადგან ავტორები არ იყვნენ ლატვიელები, ისინი არ ფლობდნენ ადგილობრივ ენებს და ხშირად მიკერძოებულები იყვნენ.[2] ეს მასალები ზოგჯერ არაზუსტია და შეიცავს შეცდომებს, სიცრუეს და დამახინჯებებს, რომლებიც ქრისტიანული სამყაროდან გამომდინარეობს. ამის მიუხედავად, ისინი ხშირად შეიძლება გადამოწმდეს ფოლკლორული ინფორმაციის გამოყენებით.[1]

მე-18 საუკუნე და მე -20 საუკუნის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIII საუკუნის დასაწყისში ბალტიის ტომების ტერიტორიები.

ფოლკლორული მასალების უმეტესობა შეგროვდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან.[2] მე -18 და მე -19 საუკუნეებში ითვლებოდა, რომ ბალტიის ტომები თავდაპირველად ერთი ერი იყვნენ და ამრიგად, მათ იგივე ღვთაებები ჰყავდათ.[3] ადრეული ავტორები ცდილობენ ლატვიური მითოლოგიის რეკონსტრუქციას მეზობელი რეგიონების მონაცემების გამოყენებით. მოგვიანებით ეს ტენდენცია ასევე მიიღეს ლატვიელმა ნაციონალურ რომანტიკოსებმა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ახალი ეროვნული იდენტობა იქმნებოდა და ავტორები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ბალტიის კულტურული ტრადიციები ისეთივე ღრმა იყო, როგორც სხვა ერების.[4] ავტორთა ნაწილის აზრით შესაძლებელი რომ გრანდიოზული ეპოსის შექმნა შეიძლება ფოლკლორში დაცული ტექსტების გამოყენებით. ამასთან, ფოლკლორული წყაროები არასაკმარისი აღმოჩნდა დავალების შესრულებისთვის. ზოგმა სცადა მითოლოგიის ისეთი რეკონსტრუქცია რომ ისეთი დიადი ყოფილიყო, როგორც ბერძნული მითოლოგია, რამაც გამოიწვია ზოგიერთი ღვთაების უბრალოდ გამოგონება.[4] გარდა იმ მოსაზრებისა, რომ ბალტიის სხვა ხალხთა ღვთაებებიც ლატვიური უნდა იყოს, ამ ღვთაებათა დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცა, მრავალი ახალი ღვთაება კი ბერძნული და რომაული ღვთაებების ნიმუშად იქცა. ტენდენციის მაგალითია ანდრეი პუმპურის ეპიკური პოემა Lāčplēsis, რომელშიც წარმოდგენილია ლატვიური და პრუსიული ღმერთები, რომელთა ნაწილი ავტორმა თავად გამოიგონა. ანალოგიურად, იურის ალუნანის ნამუშევრებში წარმოდგენილია გამოგონებული ღვთაებები. ამავე დროს, ზოგიერთ წარმართულ რიტუალს კვლავ იყენებდნენ, რადგან ქრისტიანობა უცხოდ იქნა მიჩნეული.

ნეოპაგანური მოძრაობებიდან ყველაზე წარმატებული იყო დიევტური, რომელიც დაარსდა 1920-იანი წლების ბოლოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ძველი ლატვიელები მონოთეისტები იყვნენ და სხვადასხვა მითოლოგიური არსებები ერთი ღმერთის ასპექტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიური ტრადიციების რეკონსტრუქციის მიზნით უცხოელი გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობის ცნება მოგვიანებით შენარჩუნდა, ფსევდო ღმერთების ოლიმპოს მსგავსი პანთეონის შექმნის მცდელობები საბოლოოდ შეწყდა, რადგან ეროვნული რომანტიზმი შიეცვალა რეალიზმით. ასევე იყო ეჭვი, რომ შესაძლოა ფოლკლორული მასალების ნაწილი გაყალბებულიყო.[5] ამ დროის კვლევას ახასიათებს არა მხოლოდ სკეპტიციზმი, არამედ უცხოური გავლენის ძიების მცდელობები.

დემონები ლატვიურ მითოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რწმენა, რომ ყველა ჯადოქარი ბოროტია, მხოლოდ ქრისტიანობის შემდეგ გაჩნდა. მანამდე სჯეროდათ, რომ ყველას მსგავსად, ჯადოქრები შეიძლება ყოფილიყვნენ ბოროტებიც და კეთილიც. ხალხის აზრით იოდების დახმარებით მათ სხვადასხვა არსებად გადაქცევა შეეძლოთ და ასევე ფიქრობდნენ რომ მათ ბოროტი სულები ემსახურებოდათ. ხალხი თვლიდა რომ როდესაც ისინი კვდებოდნენ სულად იქცეოდნენ, მათი სამუდამოდ მოკვლა კი რიტიუალით საკუთარ სხეულში დაბრუნებით შეიძლებოდა.

არსებობს ცნობები მაქციების შესახებაც (ვილკაჩი, ვილკატი), მათი აზრით ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მგლებად იქცეოდნენ. ადამიანის სხეულში დაბრუნება, როგორც წესი, შემთხვევითი იყო, რადგან ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ორ ფიჭვს შორის ჩადგებოდა მაქცია. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები იმის შესახებ, თუ რა ძალებს ემსახურებოდნენ ისინი. ხშირად ამბობდნენ, რომ ჯადოქრები იპარავდნენ რძეს. ეს ხდებოდა თვითონ მათ მიერ ან გომბეშოებისა და გველების დახმარებით, მათი აზრით მათ შეეძლოთ ძროხისგან რძის გამოწოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. 1.0 1.1 Kursīte, Janīna (2005). „Baltic Religion: History of study“. Jones, Lindsay. Encyclopedia of Religion. 2 (2nd რედ.). Thomson Gale. pp. 767–771.
  2. 2.0 2.1 Ķencis, Toms (2011). „The Latvian Mythological space in scholarly Time“ (PDF). Archaeologia Baltica. Klaipėda: Klaipėda University Press (15): 144. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 21 August 2012.
  3. Rozenbergs, Jānis (1997). „Pārdomas par tematu "Garlībs Merķelis un latviešu folklora"“. Latvijas Zinātņu Akadēmijas Vēstis (ლატვიური). Rīga: Latvijas Zinātņu Akadēmija. 51 (1./2.(588./589.)): 1–8.
  4. 4.0 4.1 Muktupāvels, Valdis (2005). „Baltic religion: New religious movements“. Jones, Lindsay. Encyclopedia of Religion. 2 (2nd რედ.). Thomson Gale. pp. 762–767.
  5. Bērziņš, L. (1939), P. Šmits kā latviešu tautas dziesmu pētnieks, Filologu biedrības raksti, XIX, Rīga