ლატერიტული ნიადაგი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ლატერიტული ნიადაგი — ეკვატორული და ტენიანი ტროპიკული ტყის ნიადაგი, რომლისითვისაც დამახასიათებელია კაჟმიწის დაბალი, ალუმინისა და რკინის მაღალი შემცველობა. ლატერიტული ნიადაგი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს ტუტეებს, აქვს მჟავე რეაქცია.
XX საუკუნის 50-იან წლების ბოლოდან ლატერიტულ ნიადაგს ხშირად ფერალიტურს უწოდებენ, ლატერიტულით კი აღნიშნავენ იმ ნიადაგებს, რომელთა პროფილში არის ლატერიტის ჰორიზონტი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 135.