ლატე
მშობ. სახელი: ინგლ. Late | |
---|---|
გეოგრაფია | |
18°48′07″ ს. გ. 174°39′04″ დ. გ. / 18.80194° ს. გ. 174.65111° დ. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 17,4 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 540 მ |
ოლქი | ვავაუს ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2011) |
ლატე (ინგლ. Late) — ტონგის სამეფოს დაუსახლებელი ვულკანური კუნძული ვავაუს კუნძულებიდან სამხრეთ-დასავლეთში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ვავაუს ოლქში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატეს კუნძულს აქვს მრგვალი ფორმა, მისი სიგანე შეადგენს არაუმეტეს 6 კმ-ს. ფართობი — 17,4 კმ²-ს.[1] ლატე მდებარეობს ტოფუას ვულკანური რკალის გასწვრივ და კუნძულ ვავაუდან დაშორებულია დაახლოებით 55 კმ-ში. ლატეს ცენტრში მდებარეობს ვულკანი, რომლის კრატერში მდებარეობს ტბა. უმრავლეს შემთხვევებში წყალქვეშ ჩაძირულ ანდეზიტურ-ბაზალტურ ვულკანს აქვს 1500 მეტრი სიგრძე (მანძილი ზღვის ფსკერიდან). კუნძულის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 540 მეტრს. ვულკანის მწვერვალიდან ჩრდილოეთით, პლატოდან დასავლეთით და ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე განლაგებულია ტუფის კონუსები. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი დიდი კრატერის ძაბრი, რომელთაგან ერთში მდებარეობს მლაშე ტბა. დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში ლატეს კუნძულზე დაფიქსირდა ვულკანის ორი ამოფრქვევა: 1790 წელს და 1854 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატეს კუნძული 1642 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტონგა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
- ↑ [The European discovery of the Tonga Islands. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2015-01-03. The European discovery of the Tonga Islands. (ინგლისური)]