ლატგალიის მაღლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლატგალიის მაღლობი — მაღლობი ლატვიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების დაუგავის, დუბნის, მალტისა და რეზეკნეს აუზებში. სიმაღლე 289 მეტრამდე. უმთავრესად აგებულია დევონური მერგელებითა და დოლომიტებით. ზედაპირზე განვითარებულია მორენულ-თიხოვანი, ძველტბიური და ფლუვიოგლაციალური ნალექები, რელიეფი ბორცვიანია. არის 600-ზე მეტი ტბა. ლატგალიის მაღლობი დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) და შერეული ტყით. განვითარებულია ტურიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]