ლასტის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლასტის ციხეფეოდალური ხანის ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ვერესხევის სათავეში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.). გადმოცემის თანახმად, ლასტის ციხე, ააგეს დიდგორის ბრძოლაში (1121) დატყვევებული მტრებისათვის, რადგან არსებულმა ციხეებმა ისინი ვერ დაიტია. ლასტის ციხესთან გადიოდა შუა საუკუნეებში ცნობილი ე. წ. "სამცხეთი გზა". შემორჩენილია სამების ეკლესიის ნაშთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოდრია თ., ქსე, ტ.6, გვ. 134, თბ., 1983