ლარუსის დიდი ნიდერლანდური ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარუსის დიდი ნიდერლანდური ენციკლოპედია

ლარუსის დიდი ნიდერლანდური ენციკლოპედია (ნიდ. Grote Nederlandse Larousse Encyclopedie) — ნიდერლანდურენოვანი უნივერსალური ენციკლოპედია, რომელიც ლარუსის დიდ ენციკლოპედიას ეფუძნება. გამოცემამ დღის სინათლე 1971-1979 წლებში იხილა და 25 ტომში მოთავსდა. გამომცემლებმა ნიდერლანდური ენციკლოპედიის შექმნისას ჰოლანდიელ ექპსერტებთან ერთად ფრანგი და ბელგიელი სპეციალისტებიც ჩართეს საქმეში.

ენციკლოპედია შეიცავს 500 000 სალექსიკონო ერთეულს, 1066 კატეგორიად დაყოფილ ჯგუფს, 20 დისციპლინას, 8000 ლიტერატურულ სტატიას, 52 000 ილუსტრაციას, 1200 გეოგრაფიულ და თემატურ რუკას და 40 000 ციტატას. გამოცემაში ერთიანდება სრული სამედიცინო ენციკლოპედია და Koenen-Endepols-ის ლექსიკონიც. სერიაში ცალკე წიგნად არის გამოსული ატლასი.

აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედია მხოლოდ ერთხელ იქნა გამოცემული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Samenstellers: L. Nagels en L. Vandeschoor. 25 dln. A-Z 1972-79. Atlas, 1979. 2 supplementen 1980, 1983. 's-Gravenhage: Scheltens en Giltay (vanaf dl. 17: Hasselt: Heideland-Orbis / 's-Gravenhage: Scheltens en Giltay).