შინაარსზე გადასვლა

ლარისა იორდაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარისა იორდაკე

იორდაკე 2015 წელს
სრული სახელი ლარისა ანდრეა იორდაკე
მეტსახელ (ებ) ი ლარი, პიკაჩუ, პიჩიული
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დაიბადა 19 ივნისი, 1996 (1996-06-19) (28 წლის)
ბუქარესტი, რუმინეთი
სიმაღლე 1.50 მ[1]
წონა 37 კგ[2]
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური დონე
ეროვნულ ნაკრებში 2008-დღემდე
გუნდი CSS დინამო
მწვრთნელ(ებ)ი კლაუდიუ მოლდოვანი
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი ოქტავიან ბელუ, მარიანა ბიტანგი, ლაქრამიოარა მოლდოვანი, გრეგორი ორბანი, რამონა მიქუ, ადელა პოპა, დანიელ ნისტორი, აურიცა ნისტორი
ქორეოგრაფი კორინა დორეანი
მუსიკა Exosuit ფილმიდან — The Huntsman: Winter's War

ლარისა ანდრეა იორდაკე (რუმ. Larisa Iordache; დ. 19 ივნისი, 1996, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე და რუმინეთის ქალთა სპორტული ტანვარჯიშის გუნდის ამჟამინდელი ლიდერი.

2008 წლის დასაწყისში იმ პოტენციალის გამო, რაც ლარისას ჰქონდა, რუმინული პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც — „ახალი ნადია”.[3] 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, იორდაკემ გუნდთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა. 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან „floor exercise“ ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მომდევნო წლის მსოფლიო ჩემპიონატზე — ვერცხლის მედლები „all-around“ და „floor exercise“ ღონისძიებებში, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ბრინჯაოს მედალი „all-around“ ღონისძიებაში.

უფროსთა შორის პირველი გამოსვლისას, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე იორდაკემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა: ერთი გუნდთან ერთად, მეორე კი, „floor exercise“ ღონისძიებაში. 2013 წელს მან ევროპის ტიტული მოიპოვა „balance beam“ ღონისძიებაში, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ყველაზე წარმატებული ტანმოვარჯიშე გახდა: გუნდთან ერთად და „floor exercise“ ღონისძიებაში ოქროს მედლები მოიპოვა, „balance beam“ ღონისძიებაში — ვერცხლი, ხოლო ღონისძიებაში „ბჯენითი ხტომები“ — ბრინჯაო. იორდაკე მსოფლიო თასის ცხრაგზის ოქროს მედალოსანია.

იორდაკე ბუქარესტში (რუმინეთი) დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს. მისი საყვარელი ტანმოვარჯიშეა, ცნობილი რუმინელი ტანმოვარჯიშე ნადია კომანეჩი. ჰყავს უფროსი ძმა, რაზვანი. იორდაკე ტანვარჯიშში მას შემდეგ შეიყვანეს, როცა მისმა პირველმა მწვრთნელმა, მარიანა კამპეანუ-სილიშტეანუმ, გორგოლაჭებით სეირნობისას შეამჩნია.[3] „ვფიქრობ, მან სიჩქარე და ენერგია შეამჩნია“, — განაცხადა იორდაკემ, — „მე არ ამირჩევია ტანვარჯიში — მან ამირჩია მე. ეს უბრალოდ მოხდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე შორს წავედი“.[4]

უმცროსთა შორის კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუქარესტში დინამოს კლუბში იორდაკემ ვარჯიში ოთხწლინახევრისამ დაიწყო. 2008 წელს ის რუმინეთის უმცროსთა ეროვნული ნაკრების წევრი გახდა, რის შემდეგ მას რამონა მიქუ, ადელა პოპა, ლაქრამიოარა მოლდოვანი და კლაუდიუ (კრისტიან) მოლდოვანი წვრთნიდნენ.[3]

იორდაკეს პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. მან გუნდს 55,550 ქულა მოუტანა, რის შედეგადაც რუმინეთის გუნდი მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.[5] ,,all-around’’ ღონისძიებაში იორდაკემ 55,675 ქულა დააგროვა, თუმცა ეს შედეგი ვიკტორია კომოვასა და ანასტასია გრიშინას შედეგზე უკეთესი არ აღმოჩნდა და ლარისას ბრინჯაოს მედალი ერგო.[6] ღონისძიებაში „ბჯენითი ხტომები“ იორდაკემ მეოთხე ადგილი დაიკავა (14,575), „floor exercise“ ღონისძიებაში კი, ანასტასია გრიშინამ და მან თანაბარი ქულები (14,275) აიღეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.[7]

სექტემბერში რეშიცაში გამართულ რუმინეთის ჩემპიონატზე იორდაკემ 58,400 ქულით მეორეადგილოსან დიანა ბულიმარს თითქმის 4 ქულის სხვაობით აჯობა და „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა.[8]

ოქტომბერში ლარისა საფრანგეთში ჩატარებულ შილტიგეიმის საერთაშორისო ჩემპიონატზე გამოვიდა. 58,000 ქულით მან „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა. ოქროს მედლები მოიპოვა „uneven bars“ (14,250), „balance beam“ (14,900) და „floor exercise“ (14,500) ღონისძიებებშიც.„ბჯენითი ხტომები“ ღონისძიებაში მას ელოდი პერეზმა აჯობა და ლარისას ვერცხლის მედალი ერგო.[9]

ივნისში იორდაკე ტრნავაში (სლოვაკეთი) გამართულ ტანვარჯიშის ფესტივალზე გამოვიდა, რომელშიც 9 ქვეყნიდან 29 ტანმოვარჯიშე ასპარეზობდა. 59,500 ქულით ლარისამ „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა და თითქმის ორი ქულით აჯობა ორგზის ოლიმპიურ მედალოსან ანა პავლოვას. იორდაკემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა: „uneven bars“ (14,250), „balance beam“ (15,600) და „floor exercise“ (14.850).[10]

მოგვიანებით, ივნისში, ლილეშალში ბრიტანეთის წინააღმდეგ საერთაშორისო შეხვედრაზე რუმინეთის გუნდმა პირველი ადგილი აიღო. რუმინელებმა ყველა ღონისძიებაში გაიმარჯვეს, გარდა „uneven bars“ ღონისძიებისა. იორდაკემ „all-around“ ღონისძიება მოიგო (58,300), თითქმის 5 ქულით გაუსწრო ბრიტანელ ვერცხლის მედალოსან გაბი ჯაფს.[11]

შეჯიბრებათა ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იორდაკე (ცენტრში) დიანა ბულიმართან და სანდრა იზბაშასთან ერთად, 2014
იორდაკე 2015 წელს
წელი ღონისძიება Team All-Aroound ბჯენითი ხტომები „uneven bars“ „balance beam“ „floor exercise“
2009 ტოპ ტანვარჯიშის თასი 3 1ჩემპიონი 7 1ჩემპიონი
2010 რუმინეთის საერთაშორისო ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონატი უმცროსთა შორის 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
2011 ტანვარჯიშის ფესტივალი 1ჩემპიონი
რუმინეთი-დიდი ბრიტანეთი მეგობრული| 1ჩემპიონი
საფრანგეთის ჩემპიონატი 1ჩემპიონი
ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2012 ამერიკის თასი 3
დოჰას მსოფლიო თასი 5
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
გერმანია-დიდი ბრიტანეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 3 9 6
2013 დოჰას მსოფლიო თასი 2ვერცხლის მფლობელი 6 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
ევროპის ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
ანადიის მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
მსოფლიო ჩემპიონატი 4 7 3
შტუტგარტის მსოფლიო თასი 2ვერცხლის მფლობელი
გლაზგოს მსოფლიო თასი 1ჩემპიონი
2014 დოჰას მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ბელგია-საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 3 6 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
შვეიცარია-გერმანია-რუმინეთი მეგობრული 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 3 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატი 4 2ვერცხლის მფლობელი 5 2ვერცხლის მფლობელი
არტურ განდერის მემორიალი 2ვერცხლის მფლობელი
შტუტგარტის მსოფლიო თასი 1ჩემპიონი
გლაზგოს მსოფლიო თასი 1ჩემპიონი
2015 საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ნოვარას თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატი 3
არტურ განდერის მემორიალი 1ჩემპიონი
2016 ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 2ვერცხლის მფლობელი
კემნიცის მეგობრული 3
2017
ევროპის ჩემპიონატი 3
კოპერის მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
საფრანგეთის ჩემპიონატი 1ჩემპიონი
ზაფხულის უნივერსიადა 1ჩემპიონი 5 3 1ჩემპიონი
ეროვნული ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
პარიზის მსოფლიო თასი 4 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Larisa Iordache. sports-reference.com
  2. Larisa Andreea Iordache. BBC. ციტირების თარიღი: 17 August 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 Popa, Loreta. Noua Nadia Romanian (9 March 2008). ციტირების თარიღი: 23 November 2014.
  4. Morley, Gary; Appiah, Lidz-Ama. Larisa Iordache: The rise of the 'new Nadia Comaneci' (16 October 2014). ციტირების თარიღი: 24 October 2014.
  5. TEAM DETAILLED [sic] RESULTS JUNIORS TEAM COMPETITION AND QUALIFICATIONS FOR CII & CI. 28th EUROPEAN ARTISTIC GYMNASTICS TEAM CHAMPIONSHIPS, BIRMINGHAM (GBR) 28 April – 2 May 2010
  6. Komova Wins Junior European Title. International Gymnast Magazine (30 April 2010). ციტირების თარიღი: 16 July 2012.
  7. Tweddle, Russia Bid Golden Farewell to Birmingham. International Gymnast Magazine (2 May 2010). ციტირების თარიღი: 16 July 2012.
  8. Porgras, Koczi Defend Romanian Titles. International Gymnast Magazine (18 September 2010). ციტირების თარიღი: 16 July 2012.
  9. France, Romania Best in Schiltigheim. International Gymnast Magazine (10 October 2010). ციტირების თარიღი: 16 July 2012.
  10. Iordache Invincible at Gym-Festival of Trnava. International Gymnast Magazine (6 June 2011). ციტირების თარიღი: 16 July 2012.
  11. Iordache Leads Romania Over British Juniors. International Gymnast Magazine (18 June 2011). ციტირების თარიღი: 16 July 2012.