ლარგა
Jump to navigation
Jump to search
ლარგა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Phoca vitulina largha |
ლარგა (Phoca vitulina largha, Phoca largha)[1] — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. ჩვეულებრივი სელაპის წყნარი ოკეანის ფორმა. მისი სხეულის სიგრძე 140-190 სმ, იშვიათად 210 სმ აღწევს, მასა 50-150 კგ. მამალი ოდნავ აღემატება დედალს. ლარგას შეფერილობა მოვერცხლისფროდან მუქ რუხამდე იცვლება, ზურგი პატარა მუქი ხალებითაა მოფენილი. გავრცელებულია აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან — ჩუკორტის ზღვიდან სამხრეთით კორეამდე და კალიფორნიამდე. ლარგას კარგად აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა. იკვებება თევზით (ზოგ ადგილას ზიანს აყენებს მეთევზეობას). სარეწაო ობიექტია — იყენებენ ტყავს, ცხიმს და ხორცს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 129, თბ., 1983 წელი.