შინაარსზე გადასვლა

ლაო (ხალხი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაო ხალხის ან ლაოტელები ეთნიკური ჯგუფი ტაიები, რომელთა წარმოშობის ადგილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ისინი საუბრობენ ლაო ენაზე, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ჩინეთიდან მომდინარეობს (ტაი-კადაის ენათა ჯგუფი). ისინი ლაოსის უმრავლესობის ეთნიკური ჯგუფია და მთლიანი მოსახლეობის 53.2% შეადგენენ. ლაოსის უმრავლესობის აღმსარებლობა თერავადაა. ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან სხვა ტაი ხალხს, განსაკუთრებით ისანის ხალხს, რომლებიც ასევე ლაპარაკობენ ლაოს მსგავს ენაზე, მაგრამ მათი მშობლიური ენა ტაილანდურია.

ისტორიულად, ლაოთიელი ხალხი ეთნიკური ტაილანდელი ხალხია.

დასავლურ ისტორიოგრაფიაში არსებობს ტერმინები "ლაო ხალხი" და "ლაოთიელი". ორივე ტერმინი ზოგადად, გამოიყენება ლაოსის ყველა მკვიდრზე, როგორც ეთნიკურ ლაოსელზე.

ჯგუფების უმრავლესობას ბევრი საერთო კულტურული თვისება აქვს და ლაპარაკობენ დიალექტებსა და ენებზე, რომლებიც ძალიან მსგავსია. მცირე განსხვავებებია მხოლოდ ტონებში, ლექსიკასა და ზოგიერთ სიტყვის გამოთქმაში, მაგრამ, როგორც წესი, ეს განსხვავებები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საუბარს. ბევრი მათგანი, მაგალითად, Nyaw და ფუთაი საკუთარ თავს განსხვავებულად მიიჩნევენ და ხშირად ისინი განსხვავდებიან კიდეც ტანსაცმლით. [1]

წარმოშობა და ადრეული ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაო ტაილანდელი ხალხი გადავიდა მდინარის ხეობაში მეკონგთან ახლოს და ამჟამინდელ სამხრეთი ჩინეთის პროვინციის იუნანის ტერიტორიაზე. პირველი ადრეული ფეოდალური სახელმწიფოები ლაოსში არიან: მუგან სინი, მუანგ საი, მუანგ ჰუნი, მუანგ ნა, მუანგ სუა (ამჟამინდელი ლუანგპრაბანგი, მუანგ კამსუტი, ბასაკი და სხვ.). XIV საუკუნის შუა რიცხვებში ჩამოყალიბდა ლან-სანგის ქვეყანა. სოციალურ ორგანიზაციაში ქვეყანა დაყოფილი იყო რაიონებად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ტასანგები.

საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსის ხალხი ტრადიციულად დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რომლის მთავარი კულტურაა ბრინჯი. ასევე მოჰყავთ ჩაი, წიწაკა, ყავა და სხვა კულტურები. მიწები სარწყავია, მაგრამ ზოგიერთ ადგილებში მიწათმოქმედება მიმდინარეობს გადაწვის მეთოდით, იგივე Slash-and-burn. სარწყავად გამოიყენება გარკვეული ტიპის წყალგაყვანილობა. მეცხოველეობა ორი მიმართულებითაა წარმოდგენილი და კარგად არის განვითარებული. კიდევ ერთი დამხმარე საქმიანობაა სასარგებლო ფესვებისა და ბალახების მოგროვება.

აზიის უმსხვილესი მდინარის მეკონგის კალაპოტი ლაოსის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის და სხვა მდინარეები ასევე მდიდარია თევზით, ამიტომ თევზჭერა არის ლაო ხალხია ერთ-ერთი ტრადიციული საქმიანობა.

ლაოსი არის ტყეებით მდიდარი მთიანი ქვეყანა, ამიტომ ხე-ტყის დამზადება ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ვითარება მშენებლობის და ტრანსპორტირების მიმართულებით, ლაოსი მაინც რჩება აგრარულ ქვეყნად. ლაოსში მოსავლის აღება მხოლოდ ერთხელ ხდება მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც წელიწადში ორი ან სამი მოსავალი მოჰყავთ.

დასახლებები უწესრიგოდ მიმოფანტული სახლებისგან შედგება. სოფლები, როგორც წესი, მცირე დასახლებებია 8-10 სახლით. ნესტისა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად სახლები მაღლობზეა აგებული.

თითოეულ სოფელში არის ტაძრის კომპლექსი ბუდას ქანდაკებით.

ქალაქებიც მცირედ მოსახლეა. ძირითადი მოსახლეობაა ვაჭრები, ხელოსნები, მოხელეები და ბუდისტი ბერები.

ლაო-კაცები უბრალო ბუნებრივი ქსოვილის მაისურებით და შარვლებით დადიან. შარვლის ნაცვლად ზოგჯერ აცვიათ სორანგი, კაბის მსგავსი სამოსი. ქალების ტანსაცმელი უფრო მორთულია: კაბები ნათელი ფერებისაა, უხვად ორნამენტირებული ან დაქარგული, მოკლე ქურთუკები დამდგარი საყელოთია გაწყობილი. ქალები ასევე იყენებენ შარფებს და თავის მორთულობებს.

საკვები იგივეა, რაც მეზობელ ქვეყნებში. სამზარეულოს ძირითადი პროდუქტი ბრინჯია. თევზს მიირთმევენ როგორც ახალს ისე გამომშრალს. ლაოსში ფართოდ მოიხმარება ბოსტნეული. ჩრდილოეთ ლაოსში მიირთმევენ ხორცსაც.

ლაოსი არის უძველესი ორიგინალური კულტურის ქვეყანა. ბუდიზმის გარდა, ლაოსს აქვს ხალხური რწმენა. ეს არის ბუნების სულების რწმენა. მაგალითად, მათ აწვთ რწმენა, რომ არსებობენ სულები, როგორც კარგი, ასევე ბოროტი, რომ არსებობს ბრინჯის ველების სული და სხვა. მთავარი დღესასწაული ახალი წელია (13-15 აპრილი). მას თან ახლავს კარნავალი. აღნიშნავენ ბუდისტურ დღესასწაულებს და ხალხური დღესასწაულებს - მკვდარი და უსახლკარო სულის ხსოვნის დღეს. სახალხო დღესასწაულებია _ კონსტიტუციის დღე (11 მაისი), დამოუკიდებლობის დღე და ქვეყნის ხალხთა ერთიანობის დღეს (19 ივლისი).

ლაოსს თავისი ეროვნული თეატრი აქვს. იგი შეიქმნა ტაილანდის თეატრის გავლენით. სამეფო კარზე თეატრი ძალიან პრესტიჟული იყო. მუსიკალური ინსტრუმენტები ძირითადად ბამბუკისგან კეთდება. არსებობდა ასევე ჩრდილის თეატრები.

ლაოსის საერო ლიტერატურა ნაკლებად არის ცნობილი. მისი ძეგლები მცირეა, მაგრამ მდიდარი და გამორჩეული ფოლკლორული მასალაა.

ლაოსის მუსიკალური კულტურა კი ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილ და ნაკლებად შესწავლილ სფეროდ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაო_(ხალხი)“-დან