შინაარსზე გადასვლა

ლაოკონი და მისი შვილები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაოკონი და მისი შვილები
Laocoön and His Sons (Laocoön)[1]
ავტორი Agesander of Rhodes[1] , Athanadoros[2] და Polydoros[2]
წელი ძვ.წ. 200-ახ.წ. 70-იანები
ტიპი მარმარილო
სიმაღლე 2 მეტრი
სიგანე 1 მეტრი
ქალაქი ვატიკანი
მუზეუმი ვატიკანის მუზეუმები

ლაოკონი და მისი შვილებირომში აღმოჩენილი ქანდაკება, რომელსაც ასევე ლაოკონის ჯგუფს (იტალ.  Gruppo del Laocoonte) უწოდებენ. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიკური ქანდაკებაა 1506 წელს რომში აღმოჩენისა და ვატიკანის მუზეუმებში საჯაროდ გამოფენის შემდეგ, სადაც ის დღემდეა შემორჩენილი. ქანდაკება, სავარაუდოდ, სწორედ ის ნამუშევარია, რომელიც ხელოვნების მთავარმა რომაელმა აღმწერელმა, პლინიუს უფროსმა, უმაღლესი ხარისხითვის შეაქო. მან ქანდაკება ბერძენ მოქანდაკეებს მიაწერა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის შეიქმნა. ფიგურები ამ ნამუშევარში თითქმის ნატურალური ზომისაა, მთელი ჯგუფი 2 მეტრზე ოდნავ მეტი სიმაღლისაა. ქანდაკებაზე გამოსახულია ტროელი მღვდელი ლაოკონი და მისი ვაჟები, ანტიფანტე და თიმბრეოსი, რომლებსაც ზღვის გველები ესხმიან თავს.

ლაოკონის ჯგუფს დასავლურ ხელოვნებაში „ადამიანური ტანჯვის პროტოტიპულ გამოსახულებას“ უწოდებენ. ქრისტიანულ ხელოვნებაში ხშირად გამოსახული ტანჯვისგან განსხვავებით, რომელიც იესოსა და მოწამეების ვნებას ასახავს, ​​ამ ქანდაკებაში გამოსახული ტანჯვა არ გვთავაზობს გამომსყიდველ ძალას ან ჯილდოს. აგონია გადმოცემულია სახეების შეჭმუხნული გამომეტყველებით, განსაკუთრებით ლაოკონის ამობურცული წარბებით, რომლებიც გიიომ დიუშენ დე ბულონმა აღწერა, როგორც ფიზიოლოგიურად შეუძლებელი. ეს სტილი აისახება გველებთან მებრძოლ სხეულებზეც, განსაკუთრებით ლაოკონზე, ვინაიდან მისი სხეულის ყველა ნაწილი დაჭიმულია.

პლინიუსმა ნამუშევარი, რომელიც მაშინ იმპერატორ ტიტუსის სასახლეში იმყოფებოდა, მიაწერა როდოსის კუნძულელ სამ ბერძენ მოქანდაკეს: აგესანდრეს, ათენოდოროსს და პოლიდოროსს, მაგრამ მან არ ახსენა თარიღი ან დამკვეთი. სტილით ის ითვლება „ელინისტური ბაროკოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად“ და რა თქმა უნდა, ბერძნულ შედევრად. თუმცა, მისი წარმომავლობა გაურკვეველია, რადგან უცნობია, ის ორიგინალი ნამუშევარია თუ უფრო ადრეული ბრინჯაოს ქანდაკების ასლი. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ადრეული იმპერიული პერიოდის ნამუშევრის ასლია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს გვიანდელი პერიოდის ორიგინალი ნამუშევარია, რომელიც იმეორებს დაახლოებით ორი საუკუნით ადრე არსებულ პერგამენის სტილს, მიუხედავად ამისა, ის სავარაუდოდ შეკვეთილი იყო მდიდარი რომაელის სახლის გასაფორმებლად (შესაძლოა, იმპერიული ოჯახისთვისაც). ქანდაკების სავარაუდო დათარიღება ძვ.წ. 200 წლიდან ახ.წ. 70-იან წლებამდე მერყეობს, ხოლო იულიუს-კლავდიუსების დინასტიის პერიოდი (ძვ.წ. 27 წლიდან ახ.წ. 68 წლამდე), თანამედროვე მეცნიერების აზრით, იდეალური დროა მისი შექმნის თარიღისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ თხრის დროს აღმოჩენილი ქანდაკებისთვის ის შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას მაინც რამდენიმე ნაწილი აკლია და გათხრების შემდეგ მოდიფიკაცია და რესტავრაცია ჩაუტარდა. ქანდაკება ამჟამად გამოფენილია მუზეო პიო-კლემენტინოს მუზეუმში, რომელიც ვატიკანის მუზეუმების ნაწილია.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Make Lists, Not War — 2013.
  2. 2.0 2.1 Make Lists, Not War — 2013.