ლანცეტაფოთლიანი მრავალძარღვა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ლანცეტაფოთლიანი მრავალძარღვა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Plantago lanceolata L. | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლანცეტაფოთლიანი მრავალძარღვა (ლათ. Plantago lanceolata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-80 სმ. მიტკეცილი ბეწვით შებუსული. საყვავილე ღერო – რამდენიმე, სწორი ან წამოწეული. ფოთლები ფესვთანურ როზეტად არის შეკრებილი, ფორმით ელიფსურ ან ხაზურლანცეტა, კიდემთლიანი, ყუნწში შევიწროებული და წაწვეტებული. საყვავილე ღერო გრძელია, სიგრძივღარებინი, თავთავები მოგრძოკვერცხისებური, კონუსური ან ცილინდრული. იზრდება დაბლობიდნ სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ქვიან, კლდოვან და ღორღიან ადგილებში, გზისპირებზე, ბოსტნებში, სარწყავი არხების გაყოლებაზე. საქართველოში ყველა რეგიონშია გავრცელებული. გავრცლების არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და თითქმის მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არატროპიკულ ნაწილს, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- თესლები
- ფესვები
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 604.