ლანჟჰოტი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ლანჟჰოტი | |||||
|
წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 48°43′28″ ჩ. გ. 16°58′02″ ა. გ. / 48.72444° ჩ. გ. 16.96722° ა. გ. | ||||
| პირველი ხსენება | 1384 | ||||
| ფართობი | 54,83 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 164 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 3 637 (1 იანვარი, 2025)[1] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 691 51[2] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.lanzhot.cz/ | ||||
ლანჟჰოტი (ჩეხ. Lanžhot) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს. ლანჟჰოტი ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია მორავიაში, რომელიც ავსტრიისა და სლოვაკეთის საზღვართან მდებარეობს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის თავდაპირველი ლათინური სახელწოდება „ლანჩჰუტი“ და გერმანული სახელწოდება „ლანდშუტი“ „მიწის მცველს“ ნიშნავს, რაც ქალაქს ავსტრიისა-უნგრეთის იმპერიის საზღვარზე მდებარეობის გამო დაერქვა. თანამედროვე სახელწოდება ქალაქის თავდაპირველი სახელწოდების ჩეხური ვარიანტია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლანჟჰოტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1384 წელს არის ნახსენები. ის სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე 1370-იან წლებში დაარსდა. 1496 წელს ქალაქი ლიხტენშტაინების ოჯახის ხელში გადავიდა, რომელთა მფლობელობაშიც ის მე-19 საუკუნემდე დარჩა.
ქალაქი მისი მდებარეობის გამო არაერთხელ დაარბიეს, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა 1605 წელს, იშტვან ბოჩკაის მეომართა შემოსევის დროს. სამაგიეროდ ქალაქმა ოცდაათწლიანი ომის დროს ნაკლები ზარალი განიცადა, ვიდრე მისმა მეზობელმა ქალაქებმა.[3]
XVIII საუკუნის დასაწყისში ლანჟჰოტმა სტაბილური ზრდა დაიწყო და 1850 წელს მუნიციპალური თვითმმართველი უფლებები მოიპოვა. ამ დროს ქალაქში თითქმის 2 700 მოსახლე ცხოვრობდა.
1900 წელს ლანჟჰოტს ქალაქის სტატუსი მიენიჭა და ამავე წელს აქ რკინიგზა გაიყვანეს. რკინიგზის არსებობის მიუხედავად აქ მატარებელი არ ჩერდებოდა და რკინიგზის სადგური მხოლოდ 1922 წელს აშენდა.[4]
1920 წელს დიიეს სამკუთხედი ჩეხოსლოვაკიის ხელში გადავიდა. მისი ტერიტორიის უმეტესობა ლანჟჰოტის ნაწილი გახდა, ხოლო მცირე ნაწილი ბრჟეცლავს შეუერთდა. ამის შედეგად ლანჟჰოტის ტერიტორია გაფართოვდა და ვრცელი ჭალის ტყეები მოიცვა.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მძიმე ბრძოლები გაიმართა ლანჟჰოტის გათავისუფლებისთვის. 1945 წლის 5-11 აპრილის პერიოდში ქალაქისთვის ბრძოლამ რამდენიმე ასეული საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. სავარაუდოდ გერმანელების დანაკარგებიც მსგავსი იყო. ბრძოლების დროს აგრეთვე დაიღუპა 56 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ქალაქის 924 საცხოვრებელი შენობიდან 230 მთლიანად განადგურდა, დანარჩენების უმეტესობა კი დაზიანდა. 1945 წლის 11 აპრილს ლანჟჰოტი სამხრეთ მორავიაში პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელიც მოკავშირეებმა გაათავისუფლეს.[5]
2001 წელს ლანჟჰოტს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.


ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლანჟჰოტი ღარიბია ღირსშესანიშნაობებით. ქალაქში კულტურული ძეგლის სტატუსი მხოლოდ ორ იტროიულ შენობასა და 1953 წელს აღმართულ წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლს აქვთ.[6]
ისტორიული შენობაა ლიხტენშტაინების დიდგვაროვანთა მიერ 1890 წელს აგებული სამონადირეო სახლი. გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა სკოლის ეზოში მდგარი ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის ძეგლი.
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია. ამ ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ზოგი ისტორიკოსის აზრით ის პირველად IX საუკუნეში უნდა აეგოთ. აქ არსებული სასულიერო სემინარია პირველად 1373 წელს არის ისტორიულ წყაროებში ნახსენები. დღევანდელი შენობის ფუნდამენტი XVI საუკუნისაა, ის 1893 წელს დღევანდელი სახით აღადგინეს. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ მცირე სამლოცველო და საკურთხეველია შემორჩენილი.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ედმუნდ ფონ კრიგჰამერი (1832–1906) — ავსტრიელი გენერალი
- ანტონინ ბარტოში (1910–1998) — ჯარისკაცი და წინააღმდეგობის მებრძოლი
- ბოჟენა შებეტოვსკა (1919–1982) — ხალხური მომღერალი
- იოზეფ „იოჟულკა“ უჰერი (1933–2024) — ფეხბურთელი და სახელმწიფო მოღვაწე
- მილან პუზრლა (1946–2021) — ველომრბოლელი, ოლიმპიელი და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი 100 კილომეტრ დისტანციაზე გუნდურ შეჯიბრში
- მიროსლავ ნემეჩეკი (დაბ. 1963) — პროგრამისტი და დეველოპერი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ Historie Lanžhota cs. ციტირების თარიღი: 2025-09-13
- ↑ Nádraží Lanžhot: vlaky, rekonstrukce trati na Slovensko cs (3. ledna 2022). ციტირების თარიღი: 2025-09-13
- ↑ Petr Tichý. (3. května 2005) Osvobození Podluží I. část cs. ციტირების თარიღი: 2025-09-13
- ↑ Výsledky vyhledávání: Kulturní památky, obec Lanžhot cs. Ústřední seznam kulturních památek. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-08-27
- ↑ Kostel Povýšení sv. Kříže cs. Město Lanžhot. ციტირების თარიღი: 2023-06-21
- ↑ Rabensburg – naše partnerská obec cs. Město Lanžhot. ციტირების თარიღი: 2021-11-24