ლანდრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლანდრასი

ლანდრასი (დან. Landrace < land — ქვეყანა, სოფელი, ადგილი და race — ჯიში) — სპეციალიზებული საბეკონე ჯიშის ღორი, გამოიყვანეს დანიაში XX საუკუნის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში შემოიყვანილია შვედეთიდან 1948 წელს, საქართველოშიკალუგის ოლქიდან 1967, ნოვოსიბირსკიდან — 1976 (ხობის, ლაგოდეხის, საგარეჯოს რაიონებში). აქვს გრძელი სხეული (160-175 სმ), ჩამოყრილი ყურები, თეთრი ფერი. კერატის მასა 250-300 კგ, ნეზვისა 200-220 კგ, ნაყოფიერება 10-12 გოჭი, მერძეულობა 70-80 კგ. სარეალიზაციო მასას (100 კგ) 189 დღისა აღწევს. სუქებისას წონამატი 700-800 გ და მეტი. საკვების დანახარჯი ერთი კგ წონამატზე 3,9 კგ საკვები ერთეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]