ნიკოლოზ ლანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლანდია, ნიკოლოზ)
ნიკოლოზ ლანდია
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1919(1919-01-26)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 1984
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ლანდია (დ. 26 იანვარი, 1919, ქუთაისი — გ. 1984) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1972-1981 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981 წლიდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]