ლევ ლანდაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლანდაუ, ლევ)
ლევ ლანდაუ
რუს. Лев Давидович Ландау
დაბ. თარიღი 9 (22) იანვარი, 1908[1]
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 1 აპრილი, 1968(1968-04-01)[2] [1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (60 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[6]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ეროვნება ებრაელები[4]
საქმიანობა ფიზიკოსი[11] [12] [13] [2] [14] , გამომგონებელი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი[4] , ხარკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი[4] , ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი[4] , იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი[4]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და Baku Polytechnicum[4]
განთქმული მოსწავლეები Igor Dzyaloshinsky, Aleksandr Akhiezer, Alexei Abrikosov, Lev Petrovich Pitaevskii, ისააკ პომერანჩუკი, Ilya Lifshitz, Evgeny Lifshitz, Arkady Migdal, Isaak Khalatnikov, Yury Kagan და László Tisza
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[15]
მეუღლე Konkordija Terentʹevna Landau-Drobanceva
დედა ლიუბოვ გარკავი-ლანდაუ
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[16] [17], სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, მაქს პლანკის მედალი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ფრიც ლონდონის პრემია, ლენინის ორდენი, ლენინური პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ლევ დავითის ძე ლანდაუ (რუს. Ландау, Лев Давидович; დ. 22 იანვარი [ ძვ. სტ. 9 იანვარი]1908, ბაქო — გ. 1 აპრილი 1968, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1954).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში.

1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში; 1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში; 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი); 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო — 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია; 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება.

შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940–1965 წლებში ე. ლიფშიცთან ერთად გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი (ლენინური პრემია). ლანდაუმ შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ: ი. პომერანჩუკი, ა. მიგდალი, ი. ლიფშიცი, ა. აბრიკოსოვი, ე. ლიფშიცი, ი. ხალატნიკოვი, გ. ხუციშვილი და სხვ. ლანდაუს სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. სსრკ სახელმწიფო პრემიები (1946, 1949, 1953). ნობელის პრემია (1962).

მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Собр. трудов, т. 1—2, М., 1969.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.
  • Абрикосов А. А., Академик Л. Д. Ландау, М., 1965;
  • Гинзбург В. Л., Лев Давидович Ландау (к 60-летию со дня рождения), "Успехи физических наук", 1968, т. 94, в. 1;
  • Лифшиц Е. М., История открытия и объяснения сверхтекучести жидкого гелия (К 60-летию академика Л. Д. Ландау), "Природа", 1968, № 1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118569066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Pitaevskii L. P. The great physicist // Herald Russ. Acad. Sci / Y. OsipovNauka, Springer Science+Business Media, 2008. — Vol. 78, Iss. 1. — P. 75–85. — ISSN 1019-3316; 1555-6492doi:10.1134/S1019331608010097
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. Munzinger Personen
  11. Russia Famous Natives
  12. http://www.nndb.com/honors/051/000111715/
  13. http://www.nndb.com/cemetery/732/000208108/
  14. The Fine Art Archive — 2003.
  15. Mathematics Genealogy Project — 1997.
  16. The Nobel Prize in Physics 1962Nobel Foundation.
  17. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.