ლანგრის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლანგრის პლატო
კოორდინატები: 47°51′48″ ჩ. გ. 5°20′02″ ა. გ. / 47.86333° ჩ. გ. 5.33389° ა. გ. / 47.86333; 5.33389
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 523[1] 
ამგებელი ქანები კირქვა
ლანგრის პლატო — საფრანგეთი
ლანგრის პლატო

ლანგრის პლატო (ფრანგ. Plateau de Langres) — პლატო საფრანგეთში. მდებარეობს პარიზის აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[1] ქმნის წყალგამყოფის ნაწილს მდინარეების სენისა და სონის აუზებს შორის. სიმაღლე 400–500 მ. ლანგრის პლატო დანაწევრებულია მდინარეების მარნის, სიუიზის, ოჟონის, ობისა და რონიონის ხეობებით. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 800–1000 მმ წელიწადში. აგებულია შუაიურული კირქვებით. განვითარებულია კარსტი. გვხვდება გამეჩხრებული მუხის ტყეები, ბუჩქნარის რაყები. მისდევენ მეცხვარეობას, მევენახეობასა და მეღვინეობას. ტყეებს უკავიათ 92 611 ჰა. ტყიანობა 44.7%.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dom Bénigne Defarges, La Puisaye, Son terroir, Son histoire. 1977
  2. Résultats du deuxième inventaire forestier, Tome I, 1985