ლანგენესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლანგენესის მდებარეობა

ლანგენესი (გერმ. Langeneß) — მუნიციპალიტეტი გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის ჩრდილოეთ ფრისლანდიის რაიონში. მოიცავს კუნძულებს — ჰალიგენს, ლანგენესს და ოლანდს. 1634 წლის გამანადგურებელ შტორმამდე ისინი ერთ კუნძულს წარმოადგენდნენ.

თავის მხრივ ლანგენესის მოსახლეობა 100 ადამიანს და 58 სახლს ითვლის. ფუქნციონირებს დაწყებითი სკოლა და საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ვატოვის ზღვის ეროვნული პარკის შესახებ აწარმოებს ინფორმაციას. მატერიკთან დაკავშირებულია რკინიგზით, რომელიც ოლანდზეც გაივლის. ასევე სრულდება ყოველდღიური საბორნე მიმოსვლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]